პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრირცხავი განცხადებები გააკეთეს.
როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა განაცხადა, არც დღევანდელ და არც სხვა შეხვედრებზე ეს საკითხი არ განიხილება.
„ვიმეორებ ჩვენ ამ საკითხს ამ შეხვედრებზე არ განვიხილავთ, რადგან მათი მიდგომა აბსოლუტურად მიღებელია. მათი პოზიცია არის ასეთი - ქართულ მხარეს თუ გაინტერესებთ, განიხილეთ ეს აფხაზეთთან და სხვა მეზობლებთან. ჩვენი პასუხი არის, რომ არ გვანტერესებს. ამ ფორმით ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ. ამიტომ ამ თემის განხილვა არც აქამდე მომხდარა და არც ეხლა მოხდება“, - განაცხადა აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით კი, შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხი განხილული იქნა და მხარეები კონკრეტულ დასკვნამდეც მივიდნენ.
"აფხაზეთის რკინიგზის საკითხი განვიხილეთ და კიდევ ერთხელ მივედით დასკვნამდე, რომ ამ თემაზე საუბარი მხოლოდ ჰიპოთეტურად შეგვიძლია. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლებებმა პირდაპირი კონტაქტების საფუძველზე უნდა მიიღონ,"-განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






