რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას წიკლაურმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ყველა დაპირება მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა.
„რაც შეეხება თვითონ მთავრობის პოზიციებს, ხიდაშელი ბრძანებს, რომ არაფერი ხდება. ბატონი ზაქარეიშვილი იმდენად გაკადნიერდა, რომ ჟურნალისტებზე მოაწყო თავდასხმა და ისინი დაადანაშაულა, რომ პროვოკაციებზე წამოეგნენ. ბატონმა კალაძემ საერთოდ გამაოგნებელი რამ თქვა, რომ არ არის პრობლემა თუ რუსები დაიკავებენ მილსადენს, მას აქვს თურმე ახალი პროექტი, რომლითაც დააცილებს მილსადენს ამ ტერიტორიას და ეს მილსადენი მაინც გაივლის. ამ ლოგიკით, შეიძლება თბილისამდე მოუწიოთ ბოლოს ამ მილსადენის ჩატანა. ბატონი ღარიბაშვილი ამ ამბიდან მეოთხე დღეს გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთი კარგად მოიქცევა. უმაქნისი მთავრობა ხართ და ამას მალე დაგანახებთ ქართველი ხალხი" - განაცხადა წიკლაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






