ამის შესახებ სანიკიძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში გაფორმებული ხელშეკრულება, საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შანსია, რომელიც მთავრობამ ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს.
„ჩნდება ძალიან დიდი პერსპექტივები უსაფრთხოების და ეკონომიკური თვალსაზრისით. არ არის გამორიცხული, რუსეთმა უფრო მოუმატოს იმ ქმედებებს, რასაც აკეთებს. თუმცა რუსეთი ამ ვითარებაში გარკვეულწილად შეზღუდული იქნება. ეს ხელშეკრულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ირანი ახლო აღმოსავლეთში სტაბილიცაზიის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შეიძლება გახდეს, ხოლო საქართველოს ეძლევა სერიოზული შანსი, ითამაშოს გამტარის როლი, დასავლეთსა და ირანულ სამყაროს შორის ურთიერთობაში“, - აცხადებს სანიკიძე.
შეგახსენებთ, 14 ივლისს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით "ექვსეულმა" თეირანთან შეთანხმებას მიაღწია. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციები ირანთან ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ, სანაცვლოდ კი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას სთავაზობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






