ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ მათი ოფისიის წინ მიმდინარე აქციის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. გუგავას თქმით, „თავისუფალი თაობა“ ყოფილი პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფი ექსტრემისტული ჯგუფია.
„მაფიოზ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ექსტრემისტული ჯგუფები, ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი არის „თავისუფალი თაობა“, რომლის წარმომადგენელი პინგვინები დღეს ოფისთან მოვიდნენ და ხმაურიან აქციას მართავენ. ბიძინა ივანიშვილის ხელისულებას ერთადერთი ოპოზიციური პარტია -„ლეიბორისტული პარტია“ მალე პოლიტიკურ სასაფლაოზე დაასაფლავებს“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.
შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან ამ წუთებში „თავისუფალი თაობის“ ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ლეიბორისტებს "ნაციონალური მოძრაობისგან" და რუსეთიდან დაფინანსების აღებაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






