"ვერავინ დამაჯერებს, რომ გიორგი ცააძემ ,,კანტროლკა" დაახალა მანქანაში მყოფ ვაზაგაშვილს"
სოც.მედია - 16:04, 15 Jul, 2015     2237

კორტების სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებული გიორგი ცააძის დიშვილზე გასულ სიუჟეტს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ეხმაურება.

ჯღარკავას თქმით, ამაზრზენია ფაქტი, რომ ცააძის დიშვილს პოლიციაში საქმე იმის გამო აღუძრეს, რომ „პროვოკატორ კაკაბაძეს“ შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტი კორტების სპეცოპერაციის დღესაც იხსენებს და ამბობს, რომ არ სჯერა ვერსიის, რომლის თანახმად საკონტროლო გასროლა გიორგი ცააძემ განახორციელა.

„მიუხედავად იმისა,რომ ამ სტატუსის გამო ბევრ ადამიანში ვერ გამოვიწვევ სიმპატიას,სულ არ მაინტერსებს მავანის აზრი,არ ვიქნები გულწრფელი და ობიექტური,რომ არ დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება: ყველამ კარგად იცის,რომ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის უცნობი კადრები ჩემი ექსკლუზივი იყო,არაერთი გადაცემა მიმიძღვნია ამ თემისთვის და არაერთხელ გამიპროტეტებია, მეც ვითხოვდი დამნაშავეების დასჯას,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ იმ პოლიციელებს,რომლებიც ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიჭირეს,იმაზე მეტი დანაშაული დაბრალდეთ! მე პირადად,ძალიან კარგად ვიცნობ,არა მარტო ვიცნობ,მუდამ ვმეგობრობდი გიორგი ცააძესთან, ვერცერთი მოქმედი თუ არამოქმედი პოლიციელი,ვინც მას იცნობს ვერ იტყვის მასზე ერთ გადაბრუნებულ სიტყვას,ის იყო კარგი ოპერი,კარგი უფროსი და კარგი მეგობარი,მე ვერავინ დამაჯერებს ვერც იმას,რომ გიორგი ცააძემ ,,კანტროლკა,, დაახალა მანქანაში მყოფ ვაზაგაშვილს და მის მეგობრებს, კარგად ვარ ამ საქმეში ჩახედული და ბევრი ვერსიაც მომისმენია!გიორგი თავს აუცილებლად დაიცავს და ობიექტური სასამართლოც აუცილებლად გამოიძიებს ყველაფერს,მაგრამ ის რომ მის დისშვილს ახალგაზრდა ბიჭს პოლიციაში საქმე აღუძრეს იმის გამო რომ პროცესზე სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა პროვოკატორ ირაკლი კაკაბაძეს ,ეს ამაზრზენია! შვილებს თავი დაანებეთ,კაკაბაძე კი საერთოდ რა ფენომენია დღემდე ვერავინ გაიგოო,ისე რაც კაკაბაძემ პრემიერს აქაური პასქვილებით აკადრა,დღემდე არავის გამოუძიებიაა და ცააძის დისშვილს ედავებიან? მე მინდა ობიექტური პოლიცია და ობიექტური სასამართლო,ამისთვის ვიბრძოდით და კვლავაც ვიბრძოლებ,მეგობრებს კი მე არასდროს მივატოვებ განსაცდელში,მიუხედავად მათი და ჩემი პოლიტიკური შეხედულებისა!“, - წერს ჯღარკავა.

შეგახსენებთ, კორტების სპეცოპერაციაზე ბრალდებული გიორგი ცააძის დის შვილს პოლიციაში იბარებენ. მას განმარტების გაკეთება 6 თვის წინ სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო მოუწევს. საჩივრის ავტორი უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძეა, რომელთანაც გიორგი ცააძეს დაპირისპირება მოუვიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42