ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში შეკრებილ მომლოცველებს ზუგდიდში დღესასწაულზე ჩასულმა პრემიერმა ვლაქერნობა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე დღესასწაულს აფხაზებთან ერთად იზეიმებენ.
„ის რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოში ინახება, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ ამგვარ სიწმინდეს და მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. როგორც მეუფე გერასიმემ ქადაგებაში ბრძანა, ჩვენ ერთ დღეს შევალთ აფხაზეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად ვიზეიმებთ „ვლაქერნობას“,“–განაცხადა პრემიერმა.
„ვლაქერნობის“ დღესასწაულს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






