ბაზარში მომხდარი დაპირისპირების გამო ქალბატონი საავადმყოფოში მოათავსეს
ქალაქ ოზურგეთის მერიის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების გამო, ოზურგეთის ძველი-აგრარული-ბაზრის ერთ-ერთი თანამშრომელი, ნატო ღლონტი, ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
ამის შესახებ "ნიუპოსტის" რეგიონალურ ჟურნალისტს ბაზრის მოვაჭრეებმა განუცხადეს.
მათი თქმით, აგრარული-ბაზრის თანამშრომელი მერიის ხელმძღვანელობას ბაზრის უკანა შესასვლელის დაკეტვის გამო ეკამათებოდა და სთხოვდა გათვალისწინებული ყოფილიყო გარემოვაჭრეთა მდგომარეობა, რომლებიც აღნიშნულ ტერტორიაზე შინაური ფრინველებით ვაჭრობენ. ქალბატონმა პასუხად ის მიიღო, რომ მთავარი იმ კერძო პირის მოთხოვნების დაკმაყოფილება იყო, ვინც აღნიშნულ ადგილზე ობიექტის მშენებლობას იწყებს. თვითმხილველთა განცხადებით, მოვაჭრე ქალბატონი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად გახდა, ის წაიქცა და გონება დაკარგა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.
ოზურგეთის მედალფას კლინიკის მენეჯერის, დავით მდინარაძის განცხადებით, საავადმყოფოში შემოიყვანეს ერთ- ერთი მოქალაქე, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, ავადმყოფი მოინახულა ნევროპათოლოგმა, თერაპევტმა და გაეწერა ბინაზე.
ოზურგეთის მერიის პრეს სამსახურში მომხდარი დაგვიდასტურეს, თუმცა მომხდართან მერიის წარმომადგენელთა კავშირი გამორიცხეს: - "ინციდენტს ადგილი მართლაც ჰქონდა დღეს ბაზარში, თუმცა არა მერიის წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს შორის, ერთმანეთს რამდენიმე მოვაჭრე და თავად ბაზრის ადმინისტრაცია დაუპირისპირდნენ".
თუ რა მოხდა სინამდვილეში გუშინ ბაზრის ტერიტორიაზე, ამის გასარკვევად დღეს რამდენიმე გარე მოვაჭრეს გავესაუბრეთ. კომენტარი ვთხოვეთ ბაზრის ხელმძღვანელობასაც:
"ვიცით, რომ ახალ შენობაში უნდა გადმოვიდეთ, რომელსაც უკვე აშენებენ, ამისთვის მადლობელი ვართ, მაგრამ დაგვპირდა, რომ წინა შესასვლელიდან გაგვიკეთებდა ჭიშკარს, მაგრამ მოგვატყუა, ვერ გააკეთებს. აქ ისეთი ამბავია მეზობლებისგან, ვერ გააკეთებს, წინ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, იმ ადამიანებისაც გვესმის წინააღმდეგები არიან, როგორია ასეთი სუნის ატანა?!".
ბაზრის თანამსრომლები გუშინ მომხდარი ინციდენტის დეტალებსაც იხსენებენ, თუმცა ქალაქის მერის მხრიდან შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ადასტურებენ, ამბობენ, რომ შეკამათება დაშავებულ ქალბატონს ბაზრის ადმინისტრაციასთან მოუხდა:
"ვერ ვამბობთ სიმართლეს შვილო, ან როგორ ვიტყვით, ჩვენს უკან ოჯახები დგას, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ მერსა და ქალბატონს შორის მომხდარიყო რამე, უფრო ადმინისტრაცია შეეკამათა, როცა ქალბატონი ანერვიულებული მერს დაპირებას ახსენებდა, ადმინისტრაციამ თავი მოიწონა მერთან, თუმცა ხელი არავის უბიძგებია. გუშინდელ ინცინდენტს რაც შეეხება, მოვიდა ბეგი სიორიძე, ჩვენც მივედით და ვუთხარით, შემოსასვლელი კარები, რომელსაც დაგვპირდით რომ გაგვიკეთებდით, რატომ არ გაგვიკეთეო? ვერ გავაკეთებ კარებსო - გვიპასუხა. ამაზე აგვეშალა ნერვები, ნატო შეეპასუხა მერს, ეუბნებოდა, შენ უზრუნველყოფილი ხარ ყველანაირად, მე შვილები მყავს და იმის რჩენა მიჭირს, თქვენ კიდევ ასეთ დღეში გვაგდებთო. მერს გამოესარჩლა ადმინისტრაცია, ქალს შაქარმა აუწია და გახდა ცუდად. ახლა სახლში არის, მაგრამ გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ფაქტია, რომ დავრჩით მოტყუებული და ამას ვაპროტესტებდით. რაც ეს მთავრობა მოვიდა, მას მერე ამ ბაზარზეა მთელ ამბავი, გაყიდულია ეს ტერიტორია, არავითარ შემთხვევაში არ გადმოვალთ თუ ჭიშკარს არ გაგვიკეთებენ. დღეს იყო მობრძანებული ისევ ქალაქის მერი და გვითხრა, რომ კარებს გზის მხრიდან გაგვიკეთებს, თუმცა ამის არ გვჯერა - აცხადებენ მოვაჭრე ქალბატონები.
ერთ-ერთი ქალბატონი კი, რომელიც ვინაობის გამხელის კატეგორიული წინააღმდეგია, განგვიცხადა რომ დღეს სიმართლის გაგება რთული შესაძლებელია, რადგან დილით მერი ადგილზე იყო მისული და მოლაპარაკებები ჰქონდა მოვაჭრეებთან. გვითხრა ისიც, რომ ბევრი შეშინებულია, რადგან მათ უკან ოჯახები დგანან, ეშინიათ მთლად არ დაკარგონ ის, რაც დღეს გააჩნიათ. გარემოვაჭრეები, უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონმა გონი დაკარგა, ხელისუფლებისა და ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა არავის გამოუძახებია და ეს თავად გააკეთეს: _ ითქვა, თითქოს სასწრაფო მათი მხრიდან იქნა გამოძახებული, სულაც არა, ჩვენ გამოვიძახეთ, უცნაური ისიცაა, რომ უბრალოდ, ადამიანი, შეუძლოდ რომ გამხდარა ბაზრის ტერიტორიაზე და სასწრაფო გამოგვიძახებია, მაშინვე პოლიცია მოყვებოდა უკან, გუშინ კი პოლიცია ადგილზე საერთოდ არ გამოჩენილა.ბაზრის დირექტორი რეზო შალამბერიძე ამბობს, რომ კამათი სწორედ ჭიშკრის გახსნას მოჰყვა, მოვაჭრე ქალბატონები მერს ტყუილში ადანაშაულებდნენ, სინამდვილეში კი მერს არავინ მოუტყუებია, აცხადებს შსალამბერიძე:_ კამათი სწორედ ჭიშკრის გახსნამ გამოიწვია, ქალაქის მერს ეუბნებოდნენ მოგვატყუეო, სინამდვილეში არავინ არ მოუტყუებია. ჭიშკარი უნდა გახსნილიყო, ამის პროექტიც არის, მაგრამ ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ მეზობლებმა არ დაგვანებეს. ეს ქალბატონი ამტკიცებდა, რომ მოატყუეს, მე ვამბობდი, რომ არაფერი არ იყო ტყუილი, ეს იყო სულ, ბეგიმ მომცა შენიშვნა და კი წავედი ჩემს გზაზე, _ გვეუბნება ბაზრის დირექტორი რეზო შალამბერიძე.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა