ვინც სასაზღვრო ბანერი ამოიღო, ის უნდა იპოვონ და დასაჯონ - კარასინი
პოლიტიკა - 15:07, 15 Jul, 2015     4471
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - გრიგორი კარასინი მიიჩნევს, რომ თბილისში გარკვეული პროვოკაციული ძალები მოქმედებენ, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება არ სურთ.

ამის შესახებ კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ის რაც ბოლო დღეებში მოხდა, არის ურთიერთობის ნორმალიზების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია.

„ყველა სასაზღვრო ნიშნები, რომლებიც ადგილზე 8 აპრლამდე იყო, აღადგინეს, მაგრამ ეს აბრები ისევ ჩამოხსნეს. შესაბამისად თბილისში მოქმედებენ ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ამ მიზნით ყველა შესაძლებლობას იყენებენ. საზღვრის გადაწევას ადგილი არ აქვს, ის თავის ადგილზე რჩება. ვითარების გასარკვევად ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შექმნილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი“, - განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, ნორმალური ურთიერთობის განვითარებისთვის საჯარო დემონსტრაციები და პროვოკაციები საჭირო არ არის.

„გარწმუნებთ, რომ ჩვენ გვეყოფა მოთმინება და გავაგრძელებთ ურთიერთობების ნორმალიზების კურსს, ხოლო პროვოკატორებს სათანადო სიტყვიერ და ლოგიკურ წინააღმდეგობას გავუწევთ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების განკარგულებით, ეს სასაზღვრო ნიშნები დაამონტაჟა რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა და ისინი ადგილზე იდგა მიმდინარე წლის 8 აპრილამდე. ვინ ამოიღო ისინი? ეს ხალხი უნდა იპოვონ და დასაჯონ პროვოკაციისთვის. არავის არაფერი არსად არ გადაუწევია. შეიკრიბონ ქართული მხარე, სამხრეთ ოსეთისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და გაერკვნენ ამ საკითხში“ - განაცხადა კარასინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42