ენმ-ს მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიების სიღრმეში გადმოწევის თაობაზე:
1. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საოკუპაციო ხაზის შემდგომ გადმოტანას საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში;
2. ვინაიდან 10-11 ივლისს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მოექცა ბაქო- სუფსის მილსადენის 1 800 მეტრიანი მონაკვეთი და პოტენციური საფრთხე შეექმნა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალს;
3. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებები წარმოადგენს 1991 წლიდან დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებასდა უკანასკნელ ხანს ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებს;
4. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის ხელის შეშლას და რუსეთის ე.წ. „გავლენის სფეროში“ მოქცევას;
5. ვინაიდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა და მოქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, მათ შორის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღებულ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას;
აღნიშნულიდანგამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:
გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას - საოკუპაციო ხაზის მორიგ გადმოწევას.
საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
1. მოახდინოს ცივილიზებული სამყაროს ყურადღების მობილიზაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მიმართ, მათ შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტების გზით;
2. მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა;
3. მიმართოს ყველა ზომას რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციების მიზეზებში მოხვდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო მოთხოვნებში - დეოკუპაცია;
4. რეგულარულად აამოქმედოს საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სხვაბერკეტები;
5.აღადგინოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ განლაგებული ყველა გაუქმებული და შემცირებული პოლიციური დანაყოფი;
6. გააუქმოს აბაშიძე-კარასინი სფორმატი და მოახდინოს ყურადღების მთელი კონცენტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებები სჟენევის ფორმატზე სადაც შუამავლის სტატუსით მონაწილეობს ევროკავშირი და აშშ;
7.აამუშაოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და სხვა სახის ბერკეტები და ინსტრუმენტები, რისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია რუსეთს და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედება, რომელიც დღემდე არაა იმპლემენტირებული;
8.საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით გააქტიუროს საერთაშორისო მედიასთან მუშაობა;
9. გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთიანი დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავების და მისი კოორდინირებულად განხორციელების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






