,,დროზე გავუშვათ!
თავად დაფიქრდით: საჭიროა სასწრაფო ცვლილება, სახელმწიფო პოლიტიკის ძირფესვიანად შეცვლა ყველა მიმართულებით.
ისევ დაფიქრდით: შეძლებს ეს მთავრობა ამის გაკეთებას? მთავრობა, რომელმაც სამი წლის განმავლობაში ლაჩრობის, ზიზღის, ნგრევისა და განადგურების გარდა არაფერი მოიტანა, წინსვლისა და აღმშენებლობის გზაზე დადგომას შეძლებს?
ისევ დავფიქრდეთ: რას ველოდოთ? არჩევნებამდე მივათრევინოთ ეს საცოდავი ქვეყანა და მერე ვითვალოთ, ვინ რამდენ ფულს დაპირდება კიდევ გაღატაკებულ მოსახლეობას?
დღეს მოქმედების დროა. ადამიანებმა, რომლებიც თავს ქვეყნის აღმშენებლობის თანამონაწილედ ხედავენ, ვისაც აქვთ უკეთესობის სურვილი, აქვთ ხედვა და რწმენა, ხმა უნდა ამოიღოთ. ესაუბროთ მეზობლებს, მეგობრებს, ნაცნობებსა და უცნობებს. დაიჯერეთ, რომ მომავალი ნამდვილად თქვენს ხელშია.
ეს მთავრობა უნდა წავიდეს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, უნდა ავირჩიოთ ახალი ხელისუფლება და გავაგრძელოთ ენერგიული სვლა მომავლისკენ. ქვეყანაში ისევ უნდა გაჩნდეს განვითარების სულისკვეთება, ახალი თაობები უნდა გაიზარდონ თავისუფალ, პროგრესულ გარემოში, ისევ უნდა დაბრუნდეს ტურიზმი, ამუშავდეს საწარმოები, ამუშავდეს სახელმწიფო აპარატი, აშენდეს გზები და შემოვიდეს ინვესტიციები. ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია. გაიაზრეთ ეს და გააგებინეთ ყველას, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება. მომავალი ჩვენია!“ - აცხადებს ანდრო ბარნოვი.
მასალის გამოყენების პირობები






