"ჩვენი პასუხისმგებლობაა რომ ამ პრობლემის აქტუალიზაცია გავაკეთოთ. ეს არის ჩვენი ვალდებულება. გახსოვთ, რომ ნოემბერში აფხაზეთთან დაკავშიებით რეზოლუცია გამოვიტანეთ ჩააგდეთ და თქვით, რომ ერთ კვირაში მიიღებდით რეზოლუციას. დღემდე არ არის მიღებული აფხაზეთთან დაკავშირებით რეზოლუცია. ამის დაშვება ეხლა უკვე არ შეიძლება. საზღვარი უკვე მთავარ მაგისტრალთან გადმოდის" - ამბობს რატიანი.
უმრავლესობის წევრების თქმით, საკითხზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, თუმცა ჯერ საკითხზე შეჯერება უნდა მოხდეს.
"დარწმუნებული ვარ თქვენი ცალმხრივად მომზადებული რეზოლუაცია კამათს გამოიწვევს და არა ერთიანობის დემონსტრირებას მივაღწევთ" - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კამათში გიორგი ვაშაძე და გიგა ბუკია ჩაერთვნენ.
„შეთანხმება იყო, რომ რეზოლუცია ერთობლივად შემდგარიყო. დღეს რაზეა აჟიოტაჟი? თქვენ არ გაქვთ სურვილი, რომ პარლამენტმა ერთიანობა დააფიქსიროს. ჯიბეში ჩადებული რეზოლუციით მოხვედით, გიხარიათ რაც ხდება?“, - მიმართა ბუკიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
შეგახსენებთ, სოფელ ორჭოსანთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოსწიეს.
მასალის გამოყენების პირობები






