ამის შესახებ შიმ, ევროპარლამენტში ისაუბრა.
"ამ საკითხისადმი სერიოზული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. მაშინაც კი, როცა არ არის საუბარი ნატოსა და ევროკავშირში დაუყოვნებელ წევრობაზე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა პროცესი წინ წავიდეს"- განაცხადა შიმ მასმედიის ინფორმაციის კომენტირებისას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეები იმედგაცრუებულნი არიან ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივებით.
მისი თქმით, ნატო ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, თბილისთან ახლოს აფუძნებს სასწავლო ცენტრს, ასევე, ატარებს საქართველოსთან ერთობლივ წვრთნებს შავ ზღვასა და ხმელეთზე.
"ჩვენ გარკვევით ვამბობთ, რომ განვაგრძობთ მუშაობას. არსებითი იქნება ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ჩერნოგორიის ფონზე, რომლის ალიანსის წევრობა აქტიურად განიხილება" - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






