ლიტვის საგარეო უწყება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, წითელუბნის და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის ფაქტს გემხაურება. განცხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა.
„ლიტვა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონის - ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან „ბორდერიზაციის“ საკითხთან დაკავშირებით. 10 ივლისს ბანერების უკანონო განთავსება, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი კიდევ უფრო წინ გადაწევა, თბილისი-გორის ცენტრალურ მაგისტრალზე და ბაქო-სუფსის მილსადენის სიახლოვეს, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა. ეს უკანონო ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მაცხოვრებლებს, აზიანებს საერთაშორისო ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე და რეგიონის უსაფრთხოებაზე ნეგატიური გავლენა ქვს.
ლიტვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ზეწოლა და აგრესიული პოლიტიკა მეზობლების წინააღმდეგ. შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთის უკანონო ქმედებები ხელს არ უწყობს ნდობის აღდგენას და გაართულებს სრულფასოვანი დიალოგის განახლებას რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის" - ნათქვამია ლიტვის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






