"ძალიან ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას"- პაატა ზაქარეიშვილი
პოლიტიკა - 20:59, 14 Jul, 2015     2607
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა პროვოკაციული ნაბიჯია და ამ ნაბიჯის მიზანი ახალგაზრდული ოლიმპიადის წინ საქართველოში სიტუაციის დაძაბვაა.

„რუსეთი ცდილობს საქართველოში დაძაბოს ვითარება, გამოიყენოს რა ხშირ შემთხვევაში მიამიტი საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად რუსულ წისქვილზე ასხამენ წყალს და ქმნიან იმ პრობლემას, რაც რუსეთს სურს რომ მსოფლიოს აჩვენოს, რომ საქართველოში არის არამდგრადობა და ამ მიმართულებით რაღაცეები ხდება.“- განაცხადა ზაქარეიშვილმა. მინისტრის თქმით მსგავსი სიტუაცია იყო ასოცირების ხელმოწერის და საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

„რუსეთმა ეჭქვეშ დააყენა ნავთობსადენის მიმართულებაც, მაგრამ მთავრობა ამაზე არ წამოგებულა. ჩვენი ამოცანაა, რომ არ ავყვეთ პროვოკაციას და ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის მდგრადი და ასრულებს ყველა თავის ვალდებულებას, როგოც ნავთობსადენის დაცვის ასევე ოლიმპიადის მიმართულებით. ყველა ის ვალდებულება, რაზეც უნდა რომ ეჭვი შეიტანოს რუსეთმა, ეს ვალდებულებები შესრულებადია და რუსეთს ბოლო სამი წლის განმავლობაში გარდა მავთულხლართების და ბანერების იქით-აქეთ გადატანისა სხვა არაფერი არ დარჩენია. ჩვენ სამი წლის განმავლობაში ერთი ადამიანი არ დაგვღუპვია, ერთი ადამიანი დევნილად არ გვყოლია, ერთი სოფელი და ერთი ქალაქი არ დაგკარგვია.“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, მთავრობა მკაფიოდ ხედავს რუსეთის ქმედებების ლოგიკას, მისი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საზღვრის გავლების საშუალებას, რუსეთს ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული კანონი აძლევს.

„რუსეთი ახორციელებს ყველაფერ იმას, რაც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ დაუტოვა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით. იქ არის მკაფიო ჩანაწერი, არა ის რომ ოკუპირებული ტერიტორია არის სამხრეთ ოსეთი ჰიპოტეტური, ან სამაჩაბლო, არამედ პირდაპირ წერია, რომ ოკუპირებული ტერიტორია არის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია. ანუ იყო შეტყობინება, რომ რუსებო ჩვენ განიჭებთ უფლებას იყოთ ოკუპანტები საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე, შემოუსაზღვრეს პირდაპირ. პერევიდან იმიტომ გავიდა რუსეთი, რომ ის სამხრეთ ოსეთის ოლქის ტერიტორიად არ ითვლებოდა, საქართველომ წინასწარვე დაუთმო რუსეთს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს ნაციონალების ცოდვაა“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილ ე.წ საზღვრზე გამართულ აქციებსაც გამოეხმაურა: „ძალიან ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას, ნუ გვგონია რომ ბანერის მოცილებით შესაძლებელია ომის მოგება. გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც, აქციის მონაწილეები მიდიან და მოდიან , ისინი კი იქ რჩებიან და მათზე უნდა გადაიაროს ყველაფერმა“- განაცხადა მინისტრმა "იმედის" ეთერში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42