,,არ გაგზავნილა კი არა, სწორედაც რომ გაგზავნილა. ანუ თავად მერიის ინფორმაციით გამოდის, რომ ნარმანიამ ეს წერილი ნამდვილად გააგზავნა. მიაქციეთ ყურადღება, რომ ვლაპარაკობთ არა რომელიმე რიგით ჩინოვნიკზე, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას საგარეო საქმეთა სამინისტროს ანდობს, არამედ - დედაქალაქის არჩეულ მერზე, რომელიც წესით პოლიტიკოსი უნდა იყოს და გადაწყვეტილების მიღებაც უნდა შეეძლოს!
ჯერ კიდევ გასარკვევია, საგარეომ წერილი არ გააგზავნა, გააგზავნა თუ ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ გადაიფიქრა გაგზავნა, თუმცა ის, რომ ნარმანიას უწყებიდან წერილი მისი ხელმოწერით გავიდა, უტყუარია.
ყოვლად წარმოუდგენელია იმ სიბანძის და ჭაობის გაგრძელება, რაც დღეს საქართველოში ხდება. ჩვენ გვყავს ვითომ არჩეული ლიდერები, რომლებიც სინამდვილეში რუსის მონა ივანიშვილის სათამაშოები არიან, გვყავს მინისტრები, რომლებიც ნახირსაც ვერ მიხედავენ, ვითომ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც ხუხულასავით გვეშლება თავზე. მთელი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ სათანადო სიმძაფრით ვერ აღიქვამს ამ რეალობას.
მოკლედ, მე ვითხოვ ნარმანიასთან ეთერში შეხვედრას. მერე თქვან თბილისელებმა, თუ უნდათ ეს მათხოვარი დედაქალაქის მერად!“ - აცხადებს ანდრო ბარნოვი.
მასალის გამოყენების პირობები






