ევროპამ უნდა გაიცნობიეროს, რომ საქართველო მათი ენერგოუსაფრთხოებისთვისაც იბრძვის - ხათუნა ლაგაზიძე
პოლიტიკა - 18:35, 14 Jul, 2015     1103
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევს ფაქტს და საოკუპაციო ზოლში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ნაწილის მოქცევას ეხმაურება ხათუნა ლაგაზიძე. ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ბაქო-სუფსის პროექტში მონაწილე მხარეებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეაფასონ რუსეთის ეს ქმედება, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული აქტი.

,,რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის მორიგი ფაქტი დამანგრეველია იმდენად, რამდენადაც გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს საქართველოს საერთაშორისო ფუნქციას. რუსეთი ამ აქტით ცდილობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტად აქციოს, მაგალითად მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას იგივე BP-სთან. ჩვენ უკვე მოვისმინეთ მსგავსი შეთავაზებები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთაგან, რომ რადგან ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადის, ამიტომ ისინი პირდაპირ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ BP-სთან. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ბაქო-სუფსის პროექტში მონაწილე მხარეებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეაფასონ რუსეთის ეს ქმედება, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული აქტი. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მომზადოს ნიადაგი, რომ მილსადენის დღესდღეობით რუსეთის მიერ კონტროლირებადი მონაკვეთი, საერთაშორისო კონტროლს დაექვემდებაროს. ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლების აქტიურობა აუცილებელი და გადაუდებელია, ისევე როგორც სათანადო რეაქციები საერთაშორისო მოთამაშეების, დასავლეთის მხრიდან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში მარტონი არ ვართ. ევროპამ უნდა გაიცნობიეროს, რომ ეს მათი ბრძოლაა, საქართველო მათი უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, უპირველესად ენერგოუსაფრთოებისთვისაც იბრძვის. აქ მნიშვნელობა არ აქვს იმას, რა მოცულობის რესურსი გადის არსებულ მილსადენში. აქ საუბარია საქართველოს, როგორც ევროპისთვის ალტერნატიული ენერგოდერეფნის ფუნქციაზე“ - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42