„ჩვენი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის დამატებითი სახიფათო გამწვავება რუსეთის ფედერაციასთან. ამ ამოცანისთვის ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. მათ შორის საუბარი პოლიტიკურ მტერთან - რუსეთთან, მაგრამ ფაქტია, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი სწორედ ამისთვისაა საზიანო, რადგან ამის გამოყენება მოხდა ცრუ გზავნილის გასატანად საერთაშორისო ასპარეზზე - თითქოს პრობლემა მოგვარების გზაზეა. სინამდვილეში პრობლემა სახიფათოა და ის სულ უფრო უარესდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ამ ფორმატის გაუქმება და სრული ფოკუსირება ჟენევის ფორმატზე, ყველა დიპლომატიური ინიციატივის ხელში აღება და ყველა ინსტრუმენტის გამოყენება, რათა რუსეთს ეს ნაბიჯები პოლიტიკური ფასი დაუჯდეს. ასე შეიძლება სახიფათო ზღვრამდე მივიდეთ კიდევ ერთხელ“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






