ივანიშვილის მთავრობას სერიოზულ გამოწვევებზე რეაგირების უნარი არ შესწევს - ენმ
პოლიტიკა - 15:22, 14 Jul, 2015     1041
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის მიერ საოკუპაციო საზღვრის გადმოწევის ფაქტს ეხმაურება და საგანგებო განცხადება გაავრცელებს. ენმ-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ასრულებს კიდევ ერთ წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას შეეხებოდა.

ენმ-ში ასევე აცხადებენ, რომ აბაშიძე-კარასინის მოლპარაკებების პროცესი ხელისუფლებამ საკუთარი პიარისთვის გამოიყენა, რამაც მოადუნა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, ამიტომ აუციელბელია ყურადღება ჟენევის მოლაპარაკებებზე გამახვილდეს.

ენმ-ს განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება რუსეთთან ურთიერთობების „დალაგება“ და გაუმჯობესება იყო. აშკარაა, რომ მისი მმართველობის სამი წლის თავზე, ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, ვითარება ამ დაპირების კონტექსტშიც არა თუ გაუმჯობესებული, არამედ მნიშვნელოვნად გაუარესებულია.

რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში. ამჯერად პირდაპირი საფრთხე შეექმნა ბაქო-სუფსის ნავთობსადენს. პოტენციურად საფრთხე შეიძლება დაერმუქროს საკვანძო სატრანსპორტო მაგისტრალს. ამ ფონზე მომხდარზე მთავრობის რეაქცია განსაკუთრებით საგანგაშოა. შემაშფოთებელია მინისტრ ზაქარეიშვილის აბსურდული განცხადება რომ რუსეთის ნაბიჯი „ოკუპაციის კანონის ფარგლებში ჯდება,“ თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ „ამაში განსაკუთრებული არაფერია,“ ვიცე-პრემიერ კალაძის მოწოდება გაუგებარი ახალი ფორმატის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით (მაშინ როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ამ მიმართულებით რაიმე დისკუსიის არსებობა). მსგავსი განცხადებების სერია დააგვირგვინა პრემიერ-მინისტრის გამაოგნებელმა მოწოდებამ რომ „რუსები ყურადღებას მიაქცევენ“ და თავად აღკვეთავენ საკუთარ ქმედებებს. ამგვარი რეაქცია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს არა მარტო იმას რომ მთავრობის შიგნით არ არსებობს არც კოორდინაცია და არც მინიმალური კომპეტენცია, არამედ იმასაც რომ ივანიშვილის გუნდს საერთოდ არ შესწევს უნარი მსგავს გამოწვევებზე სერიოზულად იმუშაოს.

რუსეთის აგრესიულ ქმედებები წაახალისა საქართველოს მთავრობის მხრიდან ოკუპანტ სახელმწიფოზე ეფექტიანი საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის ფაქტიურმა მოხსნამ. ამასთან, ნეგატიური ფონი გაამძაფრა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ განლაგებული საპოლიციო დანაყოფების და სპეციალური დანიშნულების რაზმების ფაქტიურმა დაშლამ, რითაც მთავრობამ მნიშვნელოვანი პრევენციული ფაქტორი მოშალა.

შექმნილ ვითარებაში, ივანიშვილის ხელისუფლებიდან არჩევნების გზით ჩამოცილებამდე, აუცილებელია კარდინალურად შეიცვალოს ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა. ჩვენი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ ქვეყნისთვის სახიფათო ნებისმიერი გართულება, მაგრამ სწორედ ამ ამოცანის მისაღწევად აუცილებელია ადექვატური რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება ისეთ სახიფათო ზღვარს შეიძლება მიუახლოვდეს რომ სერიოზული გამწვავების თავიდან არიდება შეუძლებელი გახდება.

კარასინი-აბაშძის ფორმატმა, რომელიც მთავრობის მიერ საკუთარი პიარის და არარსებული პროგრესის ტირაჟირებისთვის იქნა გამოყენებული, მოადუნა საერთაშორისო ყურადღება და რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე რეაგირება შეასუსტა. აუცილებელია სრული ფოკუსირება ჟენევის ფორმატზე რომელსაც შუამავლის სტატუსით ესწრებიან ევროკავშირი და აშშ.

ასევე აუცილებელია ამ პრობლემის აქტუალიზაცია ყველა საერთაშორისო ფორმატში და ქვეყნის შიგნით პოლიციური დანაყოფების გაძლიერება ადგილზე რათა მათ, საერთაშორისო ზეწოლასთან ერთად, შეასრულონ ამ ტიპის პროვოკაციების შემაკავებელი როლი" - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42