საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 15:19, 14 Jul, 2015     1086
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელს შეხვდა.
საქართველოს უმაღლეს მთავრსარდალს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა საჰაერო უსაფრთხოების თაობაზე და ქართულ-ფრანგული ხელშეკრულების დეტალებზე მიაწოდეს ინფორმაცია. საქართველოს პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ყველა იმ დეტალის შესახებ მოახსენეს, რომლებსაც ხელშეკრულება ითვალისწინებს. საუბარია ხელშეკრულებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან გააფორმა და რომლის მიხედვითაც საქართველოს გადმოეცემა ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები. დოკუმენტი გრიფით საიდუმლოა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტის იმპლემენტაციის შემდეგ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა და თავდაცვითი შესაძლებლობები გაიზრდება. „ცხადია, ეს ხელშეკრულებები არის საიდუმლო და მე მისი გამჟღავნების უფლება არ მაქვს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამით თვისობრივად იზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. შეძენილია საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც, როგორც გამოჩნდა, სამწუხაროდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ყველაზე სუსტი წერტილი იყო.“ _ აღნიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა. თავდაცვის მინისტრის განმარტებით დასკვნით ეტაპზე გადასვლამდე აუცილებელი იყო სახელმწიფოს უმაღლეს მთავრსარდალთან კონსულტაცია და მისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. „ბუნებრივია, უმაღლეს მთავარსარდალთან კონსულტაციების გარეშე სწორი არ იქნება ჩვენი მხრიდან ასეთი ტიპის შემდგომი მოლაპარაკებების დაწყება. ვფიქრობ, რომ ყველა ვთანხმდებით ერთსა და იმავე პოზიციაზე - საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ახლა გაცილებით უფრო მყარი, ძლიერი, ნატო-სთან თავსებადი, საერთაშორისო თავდაცვისუნარიანობის სისტემის შემადგენელი კომპონენტი ხდება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ამ გზაზე ჩვენ კიდევ ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი, რასაც ყველა ერთობლივად მხარს უჭერს და ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს, გვაძლევს საშუალებას, რომ ოპერირება შევძლოთ გაცილებით უფრო თავისუფალ სივრცეში.“ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42