დანაგვიანებული, წყლის, გზის და შუქის გარეშე დარჩენილი ბახმარო ტურისტებს ,,მასპინძლობს“
პოლიტიკა - 14:51, 14 Jul, 2015     2523
კურორტი ბახმარო უკვე ორი კვირაა დამსვენებლებს მასპინძლობს. ბახმაროში არსებული ინფრასრუქტურული პრობლემების მიუხედავად, იქ ასვლის მსურველთა რაოდენობა მაინც ბევრია. თუმცა, ისევე, როგორც გასულ წელს შიდა გზების, წყლის, შუქისა და ბუნებრივი აირის პრობლემა, კვლავ მოუგვარებელია.

ბახმარო არა მარტო ზაფხულის, არამედ ზამთრის კურორტიც უნდა გამხდარიყო. აქ სათხილამურო ტრასის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა, ბახმაროში სტუმრობის დროს დააანონსა. შემდეგ იყო, „ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების მორიგი დაპირებებიც, თუმცა, განსაზღვრული პრიორიტეტების მიუხედავად, ბახმაროში დღემდე არც გასართობი ცენტრები და არც რეკრეაციულ ზონებთან მისასვლელი ბილიკები არ მოწყობილა. კურორტის ძირითადი ინფრასტრუქტურა კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. ქაოტური ვითარება და მოუწესრიგებელი საბაზო ინფრასტრუქტურა კურორტზე ასული დამსვენებლების უკმაყოფილების მთავარი მიზეზია.

კურორტზე უკვე რამდენიმე წელია მწყობრიდან გამოსულია წყლის სისტემა. დამსვენებლებსა და უცხოელ ტურისტებს, პრობლემას უქმნის გაუმართავი გზები. ციფრული სახლების უმეტესობა კი, მოძველებულია.

„წყალი გასაკეთებელია, გზა არ არის, სისუფთავე უნდა იყოს. რაც მე მახსოვს, ბახმაროში უწყლობის პრობლემაა. კურორტს განვითარების არაფერი ეტყობა, სეზონი დაიწყო და ნაგვის ურნები ჯერ არ დაუდგამთ. ყველა სეზონზე ერთი და იგივე პრობლემა დგას. დენის შეყვანაზე ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს უნდა დაუდგეს გვერდში, ძალიან ძვირია 50 ლარის გადახდა. ასეთი უნიკალური კურორტი გვაქვს და მოუწესრიგებელია.” – გვითხრა ბახმაროში ერთ-ერთი კოტეჯის მეპატრონემ, გურამ ბერიძემ.

შარშანდელის მსგავსად, წელს ფასები კოტეჯის კომფორტის მიხედვით მერყეობს. გარემონტებული და მოწყობილი სახლი 1000 ლარიდან 3 ათას ლარამდე ღირს. გაურემონტებელის ქირაობა კი, 300 ლარადაც არის შესაძლებელი.

`ერთი თვე ვმუშაობთ აქ, რადგან ძვირადღირებულ კომფორტულ კოტეჯს ვერ ქირაობენ, დამსვენებელთა უმეტესობა არაკომფორტულ ბინებს ირჩევს. ცარიელი და მოუწესრიგებელი ბინა 200 ლარიც ღირს. კომფორტული

კოტეჯის ფასი 1000 დოლარიდან იწყება.” – აცხადებს ლია ცერცვაძე.

ბახმაროში ერთადერთი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსია. რომელიც შარშან გაიხსნა, სასტუმროში დასვენება ერთი დღე-ღამე 50 დოლარი ღირს.

„ჩვენი სასტუმრო ერთდადერთი ევროპული დინის სასტუმროა, 18 ნომრიანია, ბავშვებზე ფასდაკლებები გვაქვს. სასტუმროში ყველანაირი კომფოტია შექნილი და ერთ ადამიანის მოსახურება, სამჯერადი კვებით ერთი დღით 50 დოლარს შეადგენს“. – გვეუბნება სასტუმრო `ბახმაროს” ადმინისტრატორმა, სოსო სულაძემ.

წელს ბახმაროში დამსვენებელს ევროსტანდარტული დონის ხორცის მაღაზია `წიქარა” მოემსახურება, სადაც მათ ახალდაკლული საქონლის ხორცის შეძენა სამაცივრე პირობებში შეეძლებათ.

`ყოველთვის პრობლემა იყო კუროტზე ამ კუთხით, ამჯერად დამსვენებელს ახალდაკლული საქონლის ხორცის შეძენა მოწესრიგებულ გარემოში მოუწევს. ” – გვითხრა ხორცის მაღაზიის მეპატრონე, მალხაზ კაკურიამ.

კურორტზე გასართობი ობიექტების ნაკლებობა, დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევს. დღისით ცხენით გასეირნება და საღამოს კოცონი, ეს ბახმაროს ძირითადი გასართობია. ბავშვებისთვის კი ერთადერთი ატრაქციონი დგას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა.

„არავის ადარდებს კურორტის განვითარება, ამოვლენ აქ, გაისეირნებენ და წავლენ. სეზონის გახსნის წინ ააფრიალებენ განვითარების გეგმას და მორჩა. რა გეგმაზეა საუბარი, წყალი არ არის! მილიონები იხარჯება ბიუჯეტში და ასე ძნელი იყო აქ შუქისა და წყლის საკითხის საბოლოოდ მოგვარება?“. - აცხადებს ერთ-ერთი დამსვენებელი.

„უნიკალური კურორტია თავისი ჰავით, მაგრამ მოუწყობელია. აქაურობას მზრუნველი ხელი არ დატყობია. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, რაც იყო იმის ნახევარი არაა. არ შეიძლება ამ ადგილის ასე უპატრონოდ მიგდება, ხელისუფლებამ ამ ადგილების შენარჩუნებისთვის რაღაც უნდა იღონოს". – გვითხრა ბახმაროზე დასავენებლად აჭარიდან ჩამოსულმა ექიმმა, ოთარ შავაძემ.

კურორტ ბახმაროს დირექტორი, დავით საჯაია ირწმუნება, რომ გასულ წლეებთან შედარებით ბახმარო წლევანდელ წელს მომზადებული ხვდება. მისი განცხადებით, კურორტს ახალი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება, რომელიც დასუფთავების საკითხს მოაგვარებს.

`ვაწესრიგებთ წლის ქსელს, დამატებით იდგმება 16 ტონიანი წლის რეზერვუარი და მოხდება ახალი მაგისტრალის დამატება, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს კურორტზე სასმელი წლით მომარაგებას. მოწესრიგდება შიდა საუბნო გზები და კურორტს მოემსახურება ახალი ნაგავმზიდი მანქანა. წელს ვერ მოხერხდა გამრიცველიანების საკითხის მოგვარება, მომავალი წლიდან ენერგეტიკის სამინისტრო ამ საკითხს მოაგვარებს. წელს დავიქირავეთ ელექტრიკოსები, მინდა გითხრათ, რომ დენის შეყვანა ბოძიდან სახლამდე არის უფასო. კოტეჯებში დენის შეყვანა კი 50 ლარი ღირს, ხოლო იმ კოტეჯების მეპატრონეებს, რომელშიც წყლის გამაცხელებელი დგას, 100 ლარის გადახდა მოუწევთ. ვისაც სურვილი აქვს თავის კოტეჟებში შეუძლია მრიცხველები დადგან და გადასახადს მრიცხველის ჩვენების მიხედვით გადაიხდიან. წელს ბახმაროში იქნება `ლიბერთი ბანკის~ წარმომადგენელიც, ასევე პირველად ბახმაროში წელს დამსვენებელს WIFI-ით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ატრაქციონებს და მოწესრიგდება სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინი სტადიონიც“. – განაცხადა საჯაიამ.


თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42