საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს
პოლიტიკა - 14:37, 14 Jul, 2015     1180
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

"ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს.

14 ივლისი ის ღირსშესანიშნავი თარიღია, როდესაც ქართველი ხალხი და პირადად მე გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მტკიცე მეგობრობას.

დღევანდელი დღის მნიშვნელობა განუზომლად დიდია მსოფლიო ისტორიაში. თქვენი ეროვნული დღესასწაული ძვირფასია ყველასთვის, ვინც იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და აღიარებს მათ ცხოვრების მრწამსად.

14 ივლისი საფრანგეთის დემოკრატიული და ლიბერალური სახელმწიფოს აღმშენებლობის დაწყების სიმბოლოა. ეს არის მოდელი, რომელიც მაგალითს წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს მსგავსად აშენებენ და აძლიერებენ საკუთარ დემოკრატიას.

ბატონო პრეზიდენტო, ეს დღე კიდევ ერთხელ მაძლევს შესაძლებლობას, რათა გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენადმი, ასევე ფრანგი ხალხისადმი ამ რთულ პერიოდში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა მთელი გულით გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები თქვენ და თქვენს მშვენიერ ქვეყანას,"-ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ გაგზავნილ წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42