"საშიშ ზღვარზე ვართ! მთავრობას ვაფრთხილებთ მაგისტრალს მოუახლოვდენ და ნუ აჟიტირებთო"
პოლიტიკა - 13:44, 14 Jul, 2015     1815
რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად შაბათს დაგეგმილ აქციას ტელეკომპანია „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

„ვისაც მიგაჩნიათ, რომ რუსეთი რასაც ჩვენს ტერიტორიაზე ჩადის "განსაკუთრებულია" და ჩვენს ყურადღებას იმსახურებს,

ვინც ფიქრობთ, რომ აბაშიძე - კარასინის შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება,

ვისაც გჯერათ, რომ საქართველოს ოკუპანტთან საუბარი, მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით უნდა მიმდინარეობდეს,

ვისაც გსურთ, რომ საქართველო დაუბრუნდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების საკითხთა ნუსხას და უკრაინასთან ერთად განიხილებოდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,

ვინც თვლით, რომ ამ ხელისუფლების "რუსეთთან დალაგების" პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა და მიდგომა უნდა შეიცვალოს, - მოდით შაბათს, 18 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ელენე ხოშტარიას განცხადებით ქვეყანა საშიშ ზღვარზეა მისული, ამ ფონზე კი მთავრობა არასამტავრობო ორგანიზაციას და მედიას ტყუილი აჟიოტაჟის შექმნას აბრალებს:

„2013 ში ავტეხეთ განგაში მავთულხლართების ინტენსიფიკაციაზე, შევთავაზეთ მთავრობას 50 პუნქტიანი გეგმა - არ გვინდა აჟიოტაჟიო. პროცესი გაგრძელდა.

2013 შუ ავტეხეთ განგაში მოლსადენზე - ნუ აჟიტირებთო. მოხდა

ოლიმპიადის დროს ვაფრთხილებდით დაგისვავენ დე-ფაქტო მთავრობას - ნუ აჟიტირებთო. დაუსვეს.

2015 ში ავტხეთ განგაში ანექსიის პროცესზე, წინასწარ ვაფრთხილებდით რაც მოხდებოდა. შევთავაზეთ ანტიანსექსიური სტრატეგია - ნუ აჟიტირებთო. მოხდა

დღეს ვაფრთხილებთ მაგისტრალს მოუახლოვდენ - ნუ აჟიტირებთო.

რა ვქნათ აჟიოტაჟის გარეშე დავკარგოთ სახელმწიფო?

თუ მთავრობას იმედი აქვს, რომ "ვიაჟიტირებთ" და გადაივლის ცდება. საშიშ ზღვარზე ვართ მისულები.“- წერს ელენე ხოშტარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42