სპორტისთვის ამდენი ბოლო 25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა - პრემიერი
პოლიტიკა - 13:51, 14 Jul, 2015     1137

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კიდევ ერთი ობიექტი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ძიუდოს დარბაზი გახსნა.

მთავრობის მეთაურმა ქართველ ძიუდოისტებს ახალი დარბაზის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამიერიდან მათ საუკეთესო პირობებში ვარჯიშის საშუალება მიეცემათ.

პრემიერის გადაწყვეტილებით, დარბაზი სამომავლოდ ძიუდოისტებს გადაეცემათ. “აბსოლუტურად ყველა ობიექტი დასრულებულია, ჩვენ მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ ოლიმპიურ ფესტივალს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშენდა და გარემონტდა სახელმწიფო ობიექტები. სპორტისთვის ამდენი ბოლო 25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. ჩვენი სპორტსმენები მანამდეც იმსახურებდნენ ასეთ დაფასებას და მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, ღირსეულად დაგვეფასებინა ჩვენი სპორტსმენები და ძიუდოისტები, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ჰქონდათ საკუთარი დარბაზი“, - განაცხადა პრემიერმა და ქართველ სპორტსმენებს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებები უსურვა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ოლიმპიურ სოფელში ახალი ბინები გადაეცემა 30-მდე დევნილ ოჯახს, რომელიც განახლებული კომპლექსის ერთ-ერთ ფლიგელში ცხოვრობს. გათავისუფლებულ შენობაში ძიუდოს ფედერაცია სასტუმროს მოაწყობს.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ძიუდოს განახლებულ დარბაზში კიდევ არაერთი სახელოვანი სპორტსმენი გაიზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42