„რუსეთი ჩვენი ქვეყნის დაპყრობას აგრძელებს როგორც ხისტი, ისე რბილი ძალის მეშვეობით.
ახალ-ახალ ტერიტორიებს ვკარგავთ. პუტინის ევრაზიული კავშირის მხარდამჭერი რიტორიკა კი უფრო და უფრო აგრესიული ხდება.
ამ დროს, ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ "განსაკუთრებული არაფერი ხდება".
იმისთვის, რომ მმართველ ძალას საქართველოს ხელახალი “განსაბჭოების” პროცესის განსაკუთრებული მიუღებლობა შევაგნებინოთ, შევიკრიბოთ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შაბათს, 18 ივლისს, 18:00 საათზე.
აქციის მოთხოვნებია:
1) შეწყვიტოს აბაშიძემ კარასინთან პირისპირ საუბარი.
2) ყველა მოლაპარაკება მოსკოვთან წარიმართოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით.
3) პარლამენტმა მიიღოს კანონი კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ“- ნათქვამია აქციის ფესიბუკგვერდზე.
აღნიშნულ აქციას უერთდებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები: ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტი, მედიის განვითარების ფონდი-MDF, ფონდი ALPE, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI.
მასალის გამოყენების პირობები






