ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის გაუმართლებელი ქმედება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა საკუთარი ქმედებებით ამტკიცებს, რომ მას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს.
„მინდა მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ. საჭრო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის რა უნდა გააკეთოს და მთავრობამ იცოდა რას აკეთებდა. ჩვენ მიზანმიმართულად მივყვებით ჩვენ გზას. ჩვენ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო ოკუპანტების გავლენის ქვეშ და არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ ეს ყველასთვის ცნობილია. ბანერების დადგმა შეიძლება შეფადეს როგორც პროვოკაცია და გაუმართლებელი ქმედება იმ ფონზე როცა ჩვენ განვაცხადეთ და დავამტკიცეთ ჩვენი ქმედებით, რომ გვსურს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






