„გაცნობებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრებში მდებარეობს. კონკრეტული მიზეზების გამო საჭირო გახდა საზღვრების მარკირების შეცვლა. სასაზღვრო ქვედანაყოფმა განახორციელა გეგმიური სამუშაო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ნიშნების დასაყენებლად, სამხრეთ ოსეთის საზღვრიდან 50 მეტრში.
ქართული საინფორმაციო საშუალებების, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიტიკოსებისა და სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მიერ ეს აღქმული იქნა, როგორც რუსული საოკუპაციო ხაზის რამდენიმე ასეული მეტრით გადაწევა. შესაბამისად, ლოკაციასთან დაკავშირებით გარკვეული „პრობლემები“ წარმოიშვა. გეოგრაფიულ საკითხში „კომპეტენტურობის“ გათვალისწინებით, სწორი იქნება აღინიშნოს, რომ ქართულ მხარეს შეუძლია ტრაბზონის ქალაქ ფოთის შემადგენლობაში აღნიშვნა მოითხოვოს. ამ შემთხვევაში, ზედმეტი არ იქნება შეგახსენოთ, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე მუდმივად სთავაზობს შეიქმნას ერთობლივი კომისია საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითებზე. როგორც სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი სასაზღვრო ნიშანი სუვერენული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არ მდებარეობს. ის საინფორმაციო ისტერია და ვულგარული პროვოკაცია, რაც ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ მიმდინარე სამუშაოებზე ატეხა, უბრალოდ მიუღებელია.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ნაწილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადის, მისი ინსტალაციის დღიდან ფუნქციონირებს. გარკვეული პრობლემებისა და კითხვების გაჩენის შემთხვევაში BP-ს შეუძლია სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად მიმართოს და არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ მისი სრული ფუნქციონირებისათვის ყველაფერს გააკეთებს. ასევე, მინდა გამოვხატო მტკიცე რწმენა იმის შესახებ, რომ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდას არ გაიზიარებს, არამედ აირჩევს საკითხის შესწავლის კომპეტენტურ და კვალიფიციურ გზას" - განაცხადა გაგლოითმა.
მასალის გამოყენების პირობები






