გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული საბჭოს შეხვედრები გრძელდება. დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა სააგიტაციო მასალა დაარიგეს და ქალაქში ბანერები გამოფინეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებული კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„ერთადერთი კრიტერიუმი, რომელსაც გორში უნდა აკმაყოფილებდე, ეს არის ის, რომ უნდა იყოს ან მერის ან გუბერნატორის ან გამგებლის ნათესავი და ამ შემთხვევაში სამსახურში აუცილებლად აგიყვანენ. მაგალითისთვის, გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს მერიაში 12 წამყვან თანამდებობაზე დასაქმებული ჰყავს კლასელები, მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები. გორელები თავის მერს პომიდვრების ქურდს ეძახიან. ყველამ იცის, რომ მან მიზანმიმართულად გააკოტრა სასათბურე მეურნეობა, 180 ათასი ლარის ზიანი მიაყენა ბიუჯეტს და 13 ადამიანი დარჩა უმუშევარი, სავარაუდოდ იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები ჰქონდა. გორში ასევე ყველამ იცის, რომ საგზაო ტენდერებს მუდმივად იგებს ზურაბ ჯირკველიშვილის დის ქმარი,“ - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






