პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
პოლიტიკა - 18:59, 13 Jul, 2015     997

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან კიასტუტის იანკაუსკასთან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის და „ბრითიშ პეტროლიუმ“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარი თემა 10 ივლისს რუსული საჯარისო დანაყოფის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება იყო, რომლის შედეგადაც ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

ქვეყნის პირველმა პირმა ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

„საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და, ბუნებრივია, ჩემთვის, მიუღებელია სუვერენულ ქართულ მიწაზე გამყოფი ზოლის ყოველი ახალი მეტრი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამყოფი ხაზი გადის სტრატეგიული ობიექტების მახლობლად.

მაგრამ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ურთულეს ვითრებაში, საქართველოს ყველა ხელისუფლება ახერხებდა, პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის გზით, დაეძლია ეს სირთულეები და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რომელსაც ჩვენ ასე ეფექტიანად ვავითარებთ, არ დაკნინდება, არამედ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

„განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაცია, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანის მიმდებარედ ახალი ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავემგზავრეთ ადგილზე, რათა შეგვესწავლა იქ არსებული ვითარება და მოგვეპოვებინა ზუსტი ინფორმაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პირდაპირი დანიშნულებაა, რომ დააკვირდეს და შეაგროვოს ადგილზე არსებული ზუსტი მონაცემები და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ორი ახალი ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი - ერთი სოფელ ორჭოსანში სამხრეთით, სადაც ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი მოიხსნა, გაქრა აპრილში და ახლა კვლავ გამოჩნდა, ხოლო მეორე ახალი ბანერი სოფელ წითელუბანთან სამხრეთით. თუმცა, ამჯერად ამ ნიშნებმა გადმოიწია მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან კიდევ უფრო ახლოს. ჩვენი მხარის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება, დაბრკოლებას უქმნის თავისუფალ გადაადგილებას და აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალურ არსებობას. ჩვენ საკითხის განხილვისათვის გვაქვს ისეთი საშუალებები, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRM), ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე იყო საუბარი ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების მიერ გამოწვეული ზიანის, მავთულხლართებისა და ღობეების გავლების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ეს მექანიზმები გამოყენებული იქნება და ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს დაძაბულობის განმუხტვისათვის.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაგრძობს აღნიშნული ტერიტორიის მონიტორინგს და ჩვენ ადგილზე ვრჩებით. მიღებული ინფორმაცია ყოველთვის გადაეცემათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ბრიუსელში, რომლებიც მიწოდებულ მონაცემებს შესაბამისად გადაწყვეტილებათა მიღებისათვის იყენებენ“,- განაცხადა კიასტუტის იანკაუსკასმა.

შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42