პრეზიდენტი რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით მიუღებელია მაშინ, როდესაც ასეთი ხაზი სტრატეგიული ობიექტების მახლობლდ გადის.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფაქტზე აუცლებელია რეაგირება.
„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩემთვისაც მიუღებელია ყოველი ახალი მეტრი გამყოფი ზოლისა სუვერენულ ქართულ მიწაზე. განსაკუთრებით ეს მიუღებელია, როდესაც ასეთი ზოლი გადის სტრატეგიულ ობიექტების მახლობლად. მე მინდა გავახსენო ყველას, რომ ურთულეს ვითარებაში ყველა ხელისუფლება ახერხებდა პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის გზით დაეძლია სირთულეები და ასე იქნება მომავალშიც. საქართველოს ფუნქცია როგორც სატრანზიტო ქვეყნისა, რომელსაც ასე ეფექტურად ვანვითარებთ, არ იქნება დაკნინებული და პირიქით კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალში“, - აცხადებს პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები






