„საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტანდარტული განცხადება გააკეთა, კახა კალაძის განცხადება კი ძალიან არ მომეწონა- „არაფერია მილსადენს გადმოვწევთო“ და რაც მთავარია მან თქვა, რომ აუცილებელია რუსეთთან ახალი დიალოგების დაწყება. რუსეთის პროვოკაციები იმაზეა მიმართული, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალ სტრატეგიულ დათმობებზე დაიყოლიოს. ამაში იგულისხმება ორი მომენტი აფხაზეთის მონაკვეთის რკინიგზის გახსნა და ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციის დაწყება. კალაძე, რომ ასე პირდაპირ მისდევს რუსულ სცენარს ეს ძალიან არ მსიამოვნებს და გასარკვევია, რაშია საქმე.“- განაცხადა ვაშაკიძემ.
ვაშაკიძის განცხადებით საქართველომ რუსეთის სცენარით არ უნდა იმოქმედოს და დამღუპველი ნაბიჯები არ უნდა გადადგას, მისი თქმით საქრთველოს პრობლემები აქვს საერთაშორისო თანამეგობრობაშიც, რადგან საქართველო და მისი პრობლემები მსოფლიოს დრის წესრიგში აქტუალური აღარ არის:
„რუსული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას, რათა დათმობებზე დაიყოლიოს, საქართველო ფრთხილად უნდა იყოს და მიუხედავად არასასიამოვნო განვითარებებისა დამღუპველი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ. საქართველოს ხელისუფლებას პრობლემები აქვს საერთაშორისო საზოგადოებასთანაც, მან დაკარგა ცოცხალი კონტაქტი და ურთიერთობების დინამიკა ჩვენს პარტნიორებთან, სამწუხაროდ საქართველოს თემა ჩვენივე ხელისუფლების მეცადინეობით ამოვარდა საერთაშორიოსო დღის წესრიგიდან და ასეთ ვითარებაში, ყურადღების მობილიზება ძალიან ძნელია, მითუმეტეს რომ დღევანდელ ხელისუფლებას ამის უნარი ნაკლებად გააჩნია.“- აღნიშნა ვაშაკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






