„რუსეთი იქცევა ყოვლად მიუღებლად, ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ეს არის რეგიონში სიტუაციის გამწვავების მცდელობა, მაგრამ ამასთანავე საქართველოს მთავრობის რეაქცია და პასუხი არის არაადეკვატური. საქართველოს მთავრობამ მხოლოდ განცხადებები კი არ უნდა აკეთოს და დონალდ ტუსკის ჩამოსვლას კი არ უნდა დაელოდოს, არამედ პირველი წუთიდან აქტიურად უნდა ემოქმედათ, იმისათვის რომ რეაქცია ყოფილიყო დროული და მძაფრი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს პირდაპირი კომუნიკაცია უნდა დაემყარებინათ თავიანთ კოლეგებთან. ამის მაგივრად მათ ერთი-ორი შეხვედრა ჩაატარეს და ერთი-ორი განცხადებით შემოიფარგლნენ, ჩვენ მათთვის დატოვებული გვქონდა ისეთი სიტუაცია, რომ უმაღლეს დონეზე ზარების განხორციელება თავისუფლად შეეძლოთ“- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
როგორც საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს ე.წ საზღვრის მიღმა მოქცეულ BP-ის მილსადენთან დაკავშირებით ვიცეპრემიერის განცხადება, მთავრობის მხრიდან კაპიტულაციის გამოცხადებაა:
„BP-ის მილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევის მიზანი რუსეთის მხრიდან პრობლებების და დაძაბუულობის შექმნაა, ამასთან დაკავშირებით კი იმის მაგივრად რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია იყოს პრინციპული, ჩვენ ვიღებთ განცხადებას, რომ ამ მილის ალტერნატიული ვარიანტი მუშავდება. ალტერნატიული ვარიანტის არსებობა დაშვებულია, რადგან შესაძლოა მოხდეს ავარია ან მსგავსი რამე, მაგრამ ამისი თქმა, რომ შენ ეგუები არსებულ სიტუაციას და ფიქრობ შემოვლით გზებზე, ეს არის ფაქტობრივად კაპიტულაცია მთავრობის მხრიდან.“- აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მაია ფანჯიკიძის თქმით მთავრობა შეუთანხმებლად და არა კორდინირებულად მოქმედებს, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს გაურკვეველია იმ საბჭოების ფუნქციები რომელიც მთავრობამ შექმნა.
„რუსეთი არაფერს აკეთებს დაუფიქრებლად, დაუფიქრებელი არის საქართველოს მთავრობის რეაქციები. მსგავს დაუფიქრებლობას ჩვენ კარგად ვხედავთ კიდევ ერთი განცხადების შემთხვევაში, როცა ვიცე პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე მიდის საუბარი, საგარეო უწყება კი აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, აქაც საქმე გვაქვს შეუთანხმებელ მოქმედებებთან.
ჩემი შეკითხვაა, რისთვის არსებობს უშიშროების საბჭო, კრიზისების მართვის საბჭო ან საგარეო პოლიტიკის საბჭო, რომელიც მთავრობიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ შეიქმნა, რადგანაც, როგორც ჩანს მთავრობის ხელმძღვანელობას არ ქონდა იმედი, რომ საგარეო სამინისტრო გამოწვევებზე პასუხის გაცემას შეძლებდა. მაგრამ არცერთი ეს საბჭო არ შეკრებილა. ამაზე უფრო მწვავე რა საკითხი უნდა დადგეს ამ მთავრობის წინაშე, რომ ეს შიდა ინსტრუმენტები აამოქმედოს? რატომ დუმს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რატომ არ თანამშრომლობს მასთან საქართველოს ხელისუფლება? ეს ხომ არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ობიექტური ინფორმაცია გადასცეს ბრიუსელს და ბრიუსელიდან სხვა ქვეყნებში გავრცელდეს. სად არის ეს ყველაფერი? ეს არის ის დიდი შეკითხვა, რომელიც ამ სიტუაციასთან დაკავშირებით მაქვს“- განაცხადა საგარეო საქმეტა ყოფილმა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






