ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა - თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი რუსეთის ამ ქმედებაზე შესაბამისი უნდა იყოს.
„ეს არის დონალდ რუსკის პირველი ვიზიტი ამ რანგში. ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების ფონზე, რომელიც ორი დღის წინ განხორციელდა. არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ პრეზიდენტის ყველა შეხვედრა იწყება ამ თემატიკით. ეს კიდევ ერთი პროვოკაციაა, რომელიც იქნა განხორციელებული. ეს იქნება მთავარი თემა გიორგი მარგველაშვილის და დონალდ ტუსკის შეხვედრისას. აუდიენციის დროს ასევე იქნება განხილული თემები, რომელიც საქართველო ევროკაშვირის ურთიერთობას შეეხება“ - განაცხადა ფხალაძემ.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 14 ივლისს ჩამოვა. ის პირველ შეხვედრას გიორგი მარგველაშვილთან გამართავს. ტუსკი საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
მასალის გამოყენების პირობები






