პრემიერმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე საჯარო მოხელეებს მადლობის სიგელები გადასცა
პოლიტიკა - 12:05, 13 Jul, 2015     1037
სტიქიისგან მიყენებული ყველანაირი ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს, მაგრამ ვერაფერი აანაზღაურებს ადამიანთა სიცოცხლეს და იმ ტკივილს, რაც მათი დაკარგვით მოგვადგა ყველას, –ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისსმომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა თბილისის ტრაგედიის დროს გამოჩენილი სოლიდარობისა და თანადგომის მაგალითები გაიხსენა. მისი თქმით, დიდმა ტრაგედიამ, საზოგადოების დიდი ძალა დაგვანახა– ქვეყნის ერთიანობის, სოლიდარობის და კონსოლიდაციის ძალა.

„ჩვენ მომსწრენი გავხდით უამრავი იტორიისა, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი, ადამიანური და მოქალაქეობრივი ისტორიის, მაგრამ სინამდვილეში ეს ასეულობით გმირობის მაგალითია, რომელიც აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შეუძლებელია თითოეული მათგანის ჩამოთვლა, თითოეული ისტორიის მოყოლა, ზოგის სახელიც კი არ ვიცით, მაგრამ ვიცით მისი ისტორია, სოლიდარობის და უდიდესი თანადგომის ისტორია,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს და ყველა იმ სტრუქტურას, ვინც ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართველ და უცხოელ მოხალისეებს, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს, მეგობარ ქვეყნებს...

„მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ მათ რიგებში გმირები მსახურობენ. მათ ათეულობით ჩვენი მოქალაქე გადაარჩინეს წარმოუდგენელი რისკის ფასად, არ უფიქრიათ საკუთარ სიცოცხლეზე. რომ არა ამ ბიჭების თავგანწირვა, მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა.. სამწუხაროდ, დაგვეღუპა ერთი მაშველი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ მძიმე წუთებში სამინისტროები, მერიის უწყებები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ და გამოავლინეს მაღალი პასუხისმგებლობა,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთათვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად, რათა ისინი თანდათან დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სტრუქტურების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს 30-მდე თანამშრომელი კი სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველ ფოტოგამოფენაში „13 ივნისი“ მონაწილეობა მიიღო 24-მა ფოტოგრაფმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42