კალაძის თქმით, ის რაც ეხლა ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, 2008 წლის შემდეგ დაიწყო და მისი თქმით, ეს წინა ხელისუფლების დამსახურებაა. ,,ეს არის შედეგი წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკისა“ - ამბობს კალაძე.
ვიცე-პრემიერის თმქით, კარასინი აბაშიძის ფორმატი შედეგიანი ეკონომიკური თვალსაზრისით, კერძოდ მისი თქმით, ქართველმა გლეხმა შვება იგრძნო მას მერე, რაც რუსეთში პროდუქცია გააქვს.
კალაძის თქმით, აუცილებელია დამატებითი ფორმატის შემქნა, რადგან აბაშიძე-კარასინის ფორმატი პოლიტიკურ საკითხებს ვერ არეგულირებს.
,,როცა ჩვენ მოვედით ხელისუფებაში დავიწყეთ საუბარი რომ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. ჩვენ ამაზე პარტნიორი ქვეყნებიც მოგვიწოდებდნენ, ამ მიმართლებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახით და გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები. ეს მნიშნელოვანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ვითარებისთვის. პოლიტიკურად ჩენ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, მნიშვნელოვანი იქნება სხვა ფორმატის მოფიქრება, რომ მოხდეს ურთიერთობების დალაგება. ამაზე გუნდში იქნება საუბარი“ - აცხადებს კალაძე, თუმცა მისი თქმით, რთულია იმის თქმა, რუსეთი მოხსნის თუ არა საოკუპაციო ბანერებს.
,,ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს, დამონტაჟებული ბანერების მოხსნა არ მოხერხდა. გამიჭრდება იმის თქმა, რამდენად რეალურია რომ აღნიშნული ბანერები რუსეთმა მოხსნას“ - აღნიშნა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






