,,დღეს ქვეყნის ეკონომიკასა და ბიუჯეტში არსებულმა პრობლემებმა, ყველაზე მწვავედ დაარტყა განათლების ბიუჯეტს. ბუნებრივია ამას აქვს სუბიექტური და ობიექტური მხარე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ მთავრობის პრიორიეტეტბში არ შედის განათლება და ამას ემატება ძალიან სუსტი და მავნებელი მინისტრი, რომელიც ამჟღავნებს სრულ არაკომპეტენტურობას ყველა იმ საკითხი, რომელიც მას ეხება. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ორი წლის მანძილზე დათვს ასწავლიან ცირკში ცეკვას, სანიკიძემ ვერ ისწავლა განათლების სისტემის ანი-ბანი. ეს ძალიან სამწუხაროა და ამის მსხვერპლი არიან ჩვენი ბავშვები და მათი მომავალი.
გუშინ სანიკიძემ გამოამჟღავნა უკიდურესი არაკომპეტენტურობა, რასაც კი შეეხო. ერთადერთი, რაც სიმართლე თქვა, არის ის, რომ მოხდა ბიუჯეტის სეკვესტრი. სხვა შემთხვევაში, მას ფუნდამენტალურად არ ესმის განათლების თემა“ - აცხადებს შაშკინი.
ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან იყო დაშვებული შეცდომა, როცა მათ განაცხადეს ყველა ბავშვისთვის უფასო სახელმძღვანელოს გადაცემის შესახებ. შაშკინი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ,,გააკულაკა“ გამომცემლები, ხოლო ბავშვებმა ნაცვლად უფასო სახლმძღვანელოსი, მიიღეს ნახმარი წიგნები.
,,ეს თემა აწუხებს ყველას და განსაკუთრებით პირველკლასელთა მშობლებს, რომელთა შვილებიც მიდიან სკოლაში. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, სახელმწიფო 180 ათას ბავშვს უსასყიდლოდ აძლევდა სახელმძღვანელოებს. საჯარო სკოლებში სულ სწავლობს 520 ათასი ბავშვი, ანუ ყოველ მესამე ბავშვს ჩვენ ვაძლევდით სახელმძღვანელოებს სხვადასხვა პროგრამების მიხედვით და ეს იყო ამ ბავშვის საკუთრება. მას არავინ არ ართმევდა და იყო სახელწმიფოს საჩუქარი. ეს კეთდებოდა იმიტომ, რომ გვესმოდა კარგად, რომ ამ სფეროში კომუნიზმი არის დიდი რისკის მატარებელი და ბუნებრივია სახელწმიფომ არ უნდა უყიდოს სახელმძღვანელო იმ ბავშვს, რომლის მშობელსაც აქვს ნორმალური შემოსავალი და ამით დაიჩაგროს ბავშვი, რომლის ოჯახსაც არ აქვს მაღალი შემოსავალი. გარდა ამისა, 2012 წლის საარჩევნო პროგრამის მიხედვით იყო გათვალისწინებული 1000-ლარიანი ვაუჩერი ყევლა ოჯახისთვის და ამ ფულით მათ შეეძლოთ ეყიდათ სახელმძღვანელო, ან გადაეხადა კომუნალური გადასახადი.
ამ მთავრობამ გააუქმა ეს ყველაფერი და თქვა, რომ ყველა ბავშვს მისცემდნენ უფასო სახელმძღვანელოებს. ეს სახელმძღვანელოები წაართვეს გამომცემლებს, გაკულაკეს. ამით მოკლეს 60-მილიონიანი ბაზარი, რომელსაც მოჰქონდა 15 მილიონი ლარი მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით და რომელიც ხმარდებოდა იგივე განათლების სისტემას. ამ ბაზრის მოკვლით, მთავრობამ, დაახლოებით 3000 ადამიანი დატოვა სამსახურის გარეშე. მაგრამ ყველაფერ ამას ,,აპრავებდნენ“ იმით, რომ ყველა ბავშვს ექნებოდა უფასო სახელმძღვანელოები. თუმცა აღმოჩნდა რომ უფასო სახელმძღვანელოების თემა შეიცვალა ნახმარი სახელმძღვანელოებით. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვსაუბრობდი, რომ სისტემა ამას ვერ გაუძლებდა“ - აცხადებს შაშკინი.
ყოფილი მინისტი ამბობს, რომ ნახმარი სახელმძღვანელოების დარიგება განსაკუთრებით უმცროსკლასელთათვის არის ბავშვისთვის როგორც ფსიქოლოგიური პრობლემა, ამასთან ის უკავშირდება ჯანმრთელობის საკითხსაც. გარდა ამისა, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ დღეს დაბეჭდილი სახელმძღვანელოები არის დაბალი ხარისხის, რომელის მრავალჯერადი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი.
,,პატარა ბავშვები ძალიან ხშირად თითს ისველებენ წიგნის გადასაფურცლად, ეს ჩვევაა ბავშვების. ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ ფურცელზე რჩება ბევრი ბაქტერია. ბავშვის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით პირველკლასელისთვის, რომელიც შედის ახალ გარემოცვაში და რომლის იმუნიტეტიც არ არის მზად ახალი გარემოცვის გამოწვევებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელო იყოს ახალი. ამას ემატება ფსიქოლოგიური მომენტი, როცა ბავშვი მიდის სკოლაში და ხვდება ნახმარი წიგნები.
ის სახელმძღვანელო, რომელსაც ბეჭდავს დღეს განათლების სამინსიტრო, არ არის განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენებისთვის, იმისათვის, რომ დაეწიათ ბეჭვდის ფასი, დაბეჭდეს დაბალი გრამაჟის ფურცელზე, რომელიც ადვილად იხევა, არ აქვს მყარი გარეკანი“ - აცხადებს ყოფილი მინისტრი.
მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლების პირობებში უფასო სახელმძღვანელოები მხოლოდ ერთი მესამდისთვის იყო განკუთვნილი, მათ შორის სოციალურად დაუცველებისთვის, ჯარისკაცის ოჯახებისთვის, ომში დაღუპულთა შვილებისა და დევნილთათვის.
რაც შეეხება ბაზრის რეგულაციას, შაშკინი ამბობს, რომ დღეს მშობელს წიგნის ყიდვა უფრო ძვირი დაუჯდება, რადგან სახელმწიფომ დაარღვია შეთანხმება გამომცემელთან და იმისათვის, რომ გამომცემელმა არ ნახოს ზარალი, ის სახელმძღვანელოს გააძვირებს.
,,ჩვენ დროს ძალიან მკაცრად ვარეგულირებდით ბაზარს და ვამბობდით რომ 10 ლარზე მეტი არ შეიძლება სახელმძღვანელო ღირდეს. დღეს, როცა სახელმწიფომ დაარღვია შეთანხმება გამომცემლებთან, იმისათვის, რომ გამომცემლებმა ზარალი არ ნახონ, სახელმძღვანელოების ფასებს აწევენ. სახელმძღვანელოები, რომელიც გამოდის ეკუთვნის სახელმწიფოს და გამომცემელს. დღეს ოფიციალურად ბეჭდავენ საჭირო რაოდენობიდან მხოლოდ ერთ პროცენტს. დანარჩენს ვისაც სურვილი ექნება, მოუწევთ გამომცემლებისგან ყიდვა, რომელიც ფასს გააძვირებს. ეს საბოლოო ჯამში ოჯახებს ბევრად მეტი დაუჯდებათ, ვიდრე აქამდე“ - ამბობს შაშკინი.
რაც შეეხება თამარ სანიკიძის განცხადებას შავ ბაზართან დაკავშირებით, დიმიტრი შაშკინი არასერიოზულს უწოდებს.
,,სანიკიძემ ისაუბრა შავ ბაზარზე. ეს კიდევ მოწმობს, რომ სანიკიძეს საერთოდ არ ესმის თემა. რა შავი ბაზარი? ყველა საგანში არსებობს მაქსიმუმ სამი სახელმძღვანელო და როგორც აღვნიშნე, მას ჰყავს ორი მესაკუთრე სახელმწიფო და გამომცემელი. ან ჰოლოგრამები და მარკირება რა შუაშია, რაზედაც სანიკიძემ ისაუბრა. თუ შავ ბაზარს სანიკიძე ქსეროქსზე დაბეჭდილ სახელმძღვანელოს ეძახის, ეს მარაზმია. თუ ადამიანი გდააქსროქსებს ეს შავი ბაზარია? გადაქსეროქსებას აუკრძალავს ვინმეს?“ - აღნიშნავს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






