საგარეო პოლიტიკის იმპოტენცია და კარასინისტების გაწყვეტილი შუბლის ძარღვი - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 17:04, 12 Jul, 2015     1980
ორჭოსანში, წითელუბანსა და ხურვალეთში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო საზღვრის გადმოწევის მორიგ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

,,ის, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში, ნამდვილი პარადოქსია, რუსეთის მეხოტბე პოლიტიკოსები, იქნება ეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის ნაწილში, უსინდისოდ და ჯიუტად უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, რომ რუსეთი არც ისე ცუდია და, რომ არა ჩვენი შეცდომები, მასთან პრობლემებიც არ იქნებოდა. რუსეთის ხელისუფლება კი, თავის მხრივ, მკაფიოდ აცხადებს, რომ რუსეთს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში და არ აპირებს აგრესიული პოლიტიკის შეცვლას, ანუ მარტივად, რომ ვთქვათ - თქვენი ,,ბაბაია" არავის სჭირდებაო.

კარასინ-აბაშიძის ფორმატის უაზრობის დამტკიცებაში დამატებითი არგუმენტები ნამდვილად არ იყო საჭირო, თუმცა რაც დღეს ხდება, ეს უკვე ტრაგი-კომედიას ემსგავსება. როგორც იქნა აბაშიძე დარწმუნდა რუსეთის პროვოკაციულ ბუნებაში, ხოლო კარასინმაც გარკვევით გვითხრა, რომ ეს რაუნდები ამ ფორმატის, რომელმაც უკანა პლანზე გადაწია, ჩვენთვის სასარგებლო ჟენევის ფორმატი, ძირითადად მათ ინტერესებში შედიოდა.

მაშ რა ხდება? თუ ამ ხნის განმავლობაში ჩვენი საგარეო პოლიტიკის ეს კომპონენტი იყო შეცდომა, გნებავთ მცდელობა ,,იქნება და რამე გამოვიდეს", დღეიდან მოყოლებული უარი რადიკალურ ცვლილებებზე საგარეო პოლიტიკაში ანუ თავის შეკავება კარასინ-აბაშიძის ფორმატის გაუქმებაზე, რბილი პოზიცია დასავლეთში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, თვალის დახუჭვა მცოცავ ოკუპაციაზე და მხოლოდ ახლა, საზღვრის გადმოწევის მორიგ ფაქტზე ღრმა შეშფოთების გამოხატვა და რუსულ პროვოკაციად შეფასება, მაშინ როცა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, არ მგონია მხოლოდ შეცდომა იყოს... ეს ბევრად უფრო მწვავე რეაქციის საგანი უნდა გახდეს ქართული საზოგადოების მხრიდან.

იქნებ მივხვდეთ ბატონებო, რომ თითოეული ფრაზა და საუბრები იმაზე, რომ ,,რუსეთს უნდა ველაპარაკოთ“ - არის ბლეფი და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. არ მგონია, დიდხანს ითმინოს ქართველმა ხალხმა თავისი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის იმპოტენცია, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციაში კარასინისტებს, მათი განაჩენი მათივე შუბლის ძარღვია.“ - წერს ქარდავა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ზოლმა ორჭოსანიში 300 მეტრით, ხოლო წითელუბნისა და ხურვალეთის ტერიტორიაზე კილომეტრნახევრით გადმოიწია. ორჭოსანში 300 მეტრით საზღრის გადმოწევის შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42