,,უნდა დასრულდეს ,,ღარიბების ზრუნვის“ ლოზუნგს ამოფარებული სოციალისტების ,,ქართული ოცნება“
პოლიტიკა - 14:09, 12 Jul, 2015     1569
ხელსიუფლების სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ,,ღარიბებზე ზრუნვის“ ლოზუნგს ამოფარებულ სოციალისტებს უწოდებს.

,,საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო ხვნა-თესვა, დენის ტარიფის ერთი თეთრით შემცირება, უფასო სახელმძღვანელოები - მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი პოპულისტური აზროვნების კლასისკური ნიმუშებია. "ღარიბებზე ზრუნვის" ლოზუნგს ამოფარებული სოციალისტები ბიუჯეტის ფულს თანაბრად ანაწილებენ ყველაზე - მდიდარზეც და ღარიბზეც და ამით იწვევენ რამდენიმე შედეგს:

- სახელმწიფო ფინანსების უყაირათო ხარჯვას

- ეკონიმიკურ სტაგნაციას

- ღარიბთა უფრო გაღარიბებას

როდესაც ერთ წელს უფასო სახელმძღვანელოს აძლევ ყველა ოჯახს, განურჩევლად მათი ეკონომიკური მდგომარეობისა, გარდაუვალია, რომ მეორე წელს ახალ წიგნს ვერ მისცემ ვეღარც მხოლოდ ღარიბს. მდიდარი კი მეორე წელს თავისი ჯიბიდან უყიდის შვილს ახალ წიგნს და კლასში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება სოციალური უთანასწორობა.

როდესაც უფასოდ უხნავ მიწას მხოლოდ 1,25 ჰა-მდე მიწის მფლობელს, ფაქტობრივად, სოციალურ დახმარებას გასცემ. ყველა მოხნული მიწა არ ითესება; ყველა დათესილ მიწაზე მოსავალი არ მოდის და ყველა მოწეულ მოსავალს გლეხი ვერ ან არ ყიდის. რა არის ამ "უფასო" ხვნა-თესვის შედეგი? არაფერი! და არ სჯობს, ამ უაზრობაზე დახარჯული მილიონები სოფლად მცხოვრებ გაჭირვებულ მოსახლეობას (სწორედ მათ, ვისაც 1,25 ჰა-მდე მიწა აქვს ან საერთოდ არ აქვს მიწა) პირდაპირ სოციალურ დახმარებად დაურიგდეს?

როდესაც დენის ტარიფს 1 თეთრით ამცირებ ყველასთვის (მდიდარისთვის და ღარიბისთვის) და ამით ენერგეტიკის სფეროდან ინვესტორებს განდევნი, უნდა გესმოდეს, მალე ასეთი არჩევანის წინაშე დგები: (ა) ან ტარიფი უნდა გაზარდო; (ბ) ან ბიუჯეტიდან ენერგოკომპანიებს უნდა უხადო ფული; (გ) ან გათიშვები უნდა დაიწყოს. ბიუჯეტოდან ენერგოკომპანიებისთვის ფულის გადახდა შეუძლებელი ხდება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო.

საყოველთაო ჯანდაცვაზე აღარაფერს ვიტყვი - ბევრჯერ მითქვამს.

ყველა ამ პროგრამის შედეგი ერთია: დღეს ერთ ჯიბეში მთავრობა ლარს ჩაგვიდებს, მეორე დღეს კი მეორე ჯიბიდან 2 ლარს ამოგვაცლის. დიახ, ლარის გაუფასურება სწორედ ჯიბიდან ფულის ამოცლაა.

ამით დავასრულებ: "ღარიბებზე ზრუნვის" ლოზუნგით მოსული სოციალისტების - "ქართული ოცნების" მმართველობა დროულად უნდა დასრულდეს, შეწყდეს მდიდრებზე სახელმწიფო ფულის ხარჯვა და დახმარების პროგრამები საყოველთაობიდან ისევ მიზნობრიობის პრინციპზე დაბრუნდეს. მხოლოდ სწარფი ეკონომიკური ზრდა და თანდევი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები გამოიყვანს მეტ და მეტ ადამიანს სიღარიბიდან. სხვა რეცეპტი არ არსებობს“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42