,,მე მგონი, უკვე ყველა ხედავს და აღიარებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და კამათი ახლა არის ეს ვისი ბრალია: უნიათო მთავრობის თუ გარე ფაქტორების.
ბავშვობიდან მიყვარდა მათემატიკა და ყოველთვის ვენდობი ციფრებს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ეკონომისტი, მინდა გაგაცნოთ რამდენიმე რაოდენობრივი მონაცემი განათლების სისტემიდან, რომელსაც კარგად ვიცნობ. ეს ციფრები არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს მთავრობა და ვისი ბრალია ეკონომიკური კრიზისი:
2012 წელს ამერიკის მთავრობამ საქართველოს გამოუყო დაახლოებით 50 მილიონი დოლარი საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის. ეს ფული დღესაც არ არის ათვისებული, ბავშვებმა ვერ მიიღეს უკეთესი ინფრასტრუქტურა, ეკონომიკას კი დააკლდა 112 000 000 ლარი. რატომ ? იმიტომ, რომ სანიკიძეს სამინისტრომ 3 წლის განმავლობაში ვერ შეადგინა რემონტების ხარჯთაღრიცხვა.
საქართველოს ვიზების გამკაცრებამ დაახლოებით 10 000 უცხოელი სტუდენტი დააკარგინა ჩვენ უნივერსიტეტებს. უცხოელი სტუდენტი იხდიდა 6 000 დოლარს მაგალითად სამედიცინოში და 3 000-დე სხვა უნივერსიტეტებში. ანუ საშუალოდ 4 500 დოლარს წელიწადში პლუს მინიმუმ 300 დოლარი თვეში (10 თვე) კვება და ბინა რაც ჯამში არის 7 500 დოლარი. გაამრავლეთ ეს ციფრები და ნახავთ, რომ ვიზების გამკაცრების უგუნურმა გადაწყვეტილებამ ეკონომიკას დააკარგინა მინიმუმ 168 000 000 ლარი.
როგორც ხედავთ, მარტო ეს ორი შეცდომა ქვეყნის ეკონომიკას დაუჯდა 280 000 000 ლარი. ასეთი შეცდომები განათლების სფეროში სამწუხაროდ არის ბევრი და ფინანსური დარტყმა ეკონომიკისთვის არის გაცილებით დიდი ვიდრე 280 მილიონი... ესეც გარე ფაქტორის ბრალია ?!“ - წერს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






