,,დაგვეხმაროს ვინმე...“ - საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა მხოლოდ რუსულ არხებს უყურებს
პოლიტიკა - 15:39, 11 Jul, 2015     1975
გორის რაიონის იმ სოფლებში, რომლებიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება, რუსული და ოსური არხები ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობენ, დაახლოებით საუბარია 10 სატელევიზიო არხზე, რომლის სიგნალსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებენ. რაც შეეხება ქართულ არხებს, პირობით საზღვართან მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი ქართული არხების სიგნალის მიღებას ვეღარ ახერხებს, მათგან მიძმე სოციალური მგოგმიარეობის გამო ისინი ციფრული სიგნალის მიმღები აპარატის ე.წ. სეთ ბოქსების შეძენას ვერ ახერხებენ და იძულებული არიან უყურონ რუსულ მაუწყებლობას.

"ჯერ ერთი გვიან გავიგეთ, რომ ვეღარ დავიჭერდით ქართულ არხებს აპარატის გარეშე რომელიც საჭიროა სიგნალის მისაღებად, ეს აპარატი კიდევ ძვირი ღირს. სად მაქვს მაგის საშუალება, რომ ვიყიდო? თავს ძლივს ვირჩენთ სოფელში, აგერ აქვე დგანან რუსები. რა უნდა გავაკეთოთ რითი ვიცხოვროთ. ეხლა რომ გათიშეს ქართული არხები ვეღარაფერს ვიგებთ რა ხდება ქვეყანაში. ვუყურებ რუსულ არხებს და კიდევ ერთი ოსური არხია, ცხინვალში რაც ხდება იმას გადმოსცემს. დაგვეხმაროს ხალხს ვინმე, მე არც სოციალური მომცეს და არც საპენსიო ვარ ჯერ რითი ვიყიდო? კი იყიდეს სოფელში ეგ აპარატები ვისაც ჰქონდა ფული მაგრამ არის ხალხი დარჩენილი ვინც ვერ ყიდულობს, ჩვენ ხომ ცოდონი ვართ არა? "-ამბობს სოფელ ქვეშის მკვიდრი ნუგზარ ბიბილაშვილი "ნიუპოსტთან" საუბრისას.

როგორც „ნიუპოსტს“ ზაქარეიშვილის უწყებაში განუცხადეს, ე.წ. სეთ ბოქსების შეძენასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოსახლეზე, მათ შორის საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ხალხზე ერთი და იგივე წესი ვრცელდება.

„თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია, ის მიიღებს ე.წ. ბოქსებს, ხოლო დანარჩენ მოსახლეობაზე იგივე წესი ვრცელდება, რაც საქართველოს დანარჩენ მოსახლეობაზე და მათ თავად მოუწევთ ამ მოწყობილობის შეძენა“ - განაცხადეს უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42