რუსული ანექსია გრძელდება - მოსკოვი აფხაზეთში ,,ФСБ“-ს ოფიციალურ სტრუქტურას ქმნის
პოლიტიკა - 14:48, 11 Jul, 2015     1715
რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის შეთანხმების ახალი პროექტით, სეპარატისტული აფხაზეთის შსს-სთან იქმნება საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფუნქციაცაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მართლწესრიგის დამყარებისათვის ხელშეწყობა. აღნიშნული დოკუმენტის შექმნის საკითხს ოკუპანტებსა და სეპარატისტებს შორის დადებული ე.წ. „პარტნიორობის შეთანხმება“ არეგულირებს.

დოკუმენტისა და ცენტრის უფლებების გაცნობის შემდეგ ცხადი ხდება, რომ რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე ოფიციალურ სამართალდამცავ სტრუქტურას ქმნის, რომელიც მხოლოდ მისი კონტროლის ქვეშ იქნება:


1. ცენტრის ხელმძღვანელი ინიშნება რუსეთის პრეზიდენტის მიერ.

2. ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები და კიდევ რამოდენიმე თანამდებობის პირი ფლობს დიპლომატიურ იმუნიტეტს, ისინი არ შეიძლება პასუხისმგებლობაშ მიცემულ იყვნენ არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით. აკრძალულია მათი, მათი სახლების, ოჯახის წევრების ჩხრეკა, კონფისკაცია, დაპატიმრება.

3. ცენტრის წევრებს აქვთ უფლება დაკავდნენ ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობით, კერძოდ, მოაგროვონ ცნობები, გამოკითხონ მოქალაქეები, აწარმოონ გარეგანი თვალთვალი, მოუსმინონ სატელეფონო საუბრებს, განახორციელონ საფოსტო გზავნილების კონტროლი და სხვ.

4. მათ შეუძლიათ დააკავონ და გაჩხრიკონ მოქალაქეები, გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი და სპეცშეიარაღება.

5. ცენტრის საქმისწარმოება აბსოლუტურად გასაიდუმლოებულია და მიმოწერა დიპლომატიური ფოსტის სტატუსით სარგებლობს. ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დაფარულია სეპარატისტების სახელმწიფო სტრუქტურებისათვის. თვით პროკურატურასაც არ აქვს მათ საქმიანობაზე კონტროლის უფლება.

6. ცენტრის თანამშრომლებს უფლება აქვთ შევიდნენ ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში (დაკონკრეტებული არ არის და რთულია საუბარი, ეს უფლება ეხება თუ არა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტისა და პარლამენტის ადმინისტრაციას), ხოლო ცენტრის ოფისებსა თუ მათი მოქმედების არეალში აფხაზეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებს მხოლოდ ცენტის დირექტორის ნებართვითა და საშვით შეუძლიათ შესვლა).

7. ცენტრს აქვს სრულიად დახურული მონაცემთა ბაზის შექმნის უფლება.

8. ცენტრის თანამშრომლებს აქვთ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლება. ხოლო ცენტრის ხელმძღვანელობას აქვს შეიარაღებული დაცვის თანხლებით გადაადგილების უფლებაც.

9. ფაქტიურად ცენტრის თანამშრომლებზე არ ვრცელდება სეპარატისტული აფხაზეთის იურისდიქცია და ისინი სარგებლობენ განუსაზღვრელი შეღავათებით, მათ შორის საგადასახდო კუთხითაც.

10. და ბოლოს მათ შეუძლიათ აფხაზეთის ტერიტორიაზე სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარების უფლება.

აღნიშნული ჩამონათვალიდან ცხადია, რომ კრემლი არ ენდობა სეპარატისტებს და აფხაზეთში ქმნის საკუთარ ოფიციალურ სამართალდამცავ სტრუქტურას, რომელსაც გააჩნია როგორც შსს-ს ასევე სპეცსამსახურების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, რომელიც გასულია ადგილობრივი სტრუქტურების კონტროლის სფეროდან და მთლიანად მოსკოვს ემორჩილება.

აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი შეშფოთებას იწვევს თვით სეპარატისტული პარლამენტის წევრების ერთ ნაწილშიც, კერძოდ, „პარლამენტარი“ თენგიზ ჯოპუა არ მალავს თავის აღშფოთებას და ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზეც წერს, რასაც შესაბამისი კომენტარებიც ახლავს თან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42