„მე შენი ბიჭო არ ვარ..." - დაპირისპირება აკაკი გოგიჩაიშვილსა და გიორგი სიგუას შორის
სოც.მედია - 14:33, 11 Jul, 2015     16726

„ბიზნეს კურიერის“ წამყვანის აკაკი გოგიჩაიშვილისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას პირდაპირ ეთერში დაწყებულმა კამათმა სოციალურ ქსელში გადაინაცვლა.

გადაცემაში სტუმრობისას გიორგი სუგუამ განაცხადა, რომ მთავრობის ხელშეწყობით ანაკლიაში უამრავი პროექტი განხორციელდა. აკაკი გოგიაჩიაშვილმა სიგუას სთხოვა დაეკონკრეტებინა რას გულისხმობდა ის.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფრასტრუქტურისთვის მილიონი ლარი დაიხარჯა. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. თავის დროზე ეს კომუნიკაციები ფასადურად კეთდებოდა. განათდა ხიდი...“, - განაცხადა სიგუამ, რაზეც გოგიაშვილმა უპასუხა, რომ ის ანაკლიაში ორი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა და არც ერთი ხიდი განათებული არ იყო.

ამის შემდეგ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გოგიაშვილს სოციალურ ქსელში განათებული ხიდის ფოტო აუტვირთა. საუბარია განმუხური ანაკლიის დამაკავშირებელ ხიდზე.

„2012 წლის მოგონებები. კარგია, მაგარი. თვალს კი ეშველება რამე.. აი სინდისის ექიმი რომ არ არის?“,- დაწერა გოგიჩაიშვილმა ფოტოს კომენტირებისას.

გიორგი სიგუა: „მართალი ხარ უინდისობაა ასეთი სიაფანდობის კეთება და თვალის ახვევა, ე ბიჭო , ვის ატყუებთ , მეე?:)) არ მიცნობდე მაინც :)))“

აკაკი გოგიჩაიშვილი: „მე შენი ბიჭო არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. ეგ ერთი და შეგიძლია შენს სერბებს ჰკითხო 2 დღის წინ რა იყო იქ განათებული. ორი დღის წინ ვიყავი იქ და არ იყო განათებული და იგივე დაადასტურა ყველა გამვლელმა, რომ ამ სეზონზე ხიდი არავის გაუნათებია, უბრალოდ ჩვენ რომ წამოვედით იმ დღეს ჩავიდა იქ ღარიბაშვილი და გაუნათეს ალბათ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42