„პროკურატურაში შექმნილია შესაბამისი დეპარტამენტი. ვიცი, რომ პროკურატურა ხვალ აპირებს რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდგენას. ზარალი არის რამდენიმე მილიარდი დოლარის. სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, ერთი ხელის მოსმით, გაუაზრებლად აიღოს ამ თანხაზე ვალდებულება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, ოპონენტებისთვის სამართლიანობის აღდგენის დაგვიანებაზე საუბარი ადვილია, თუმცა როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პროკურატურაში მოქალაქეების ათასობით საჩივარია შესული და მათ დახარისხება და შესწავლა სჭირდებოდა.
"ჩვენ, ხელისუფლებაში უფრო მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაექებს, რადგან ჩვენ მათ ბედზე ვზრუნავთ. ჩვენ არ გვქონდა უფლება, უპასუხისმგებლოდ და პოპულისტურად მოვქცეულიყავით. ამიტომ საჭირო იყო ამ პროცესის თანმიმდევრულად და ეტაპობრივად მართვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






