"დამშვიდდი ჩიორა... თაქთაქიშვილის "უმწიკვლო" დემაგოგია... "- გოგა ხაჩიძე
სოც.მედია - 22:58, 10 Jul, 2015     8794
ჩიორა თაქთაქიშვილის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"დღეს, პარლამენტში კენჭისყრის წინა რეგისტრაცია გაიარა 81-მა დეპუტატმა. მათ შორის 3 ვიყავით ჩვენ (პალიკო, გოგი და მე)

ვინც არ იცის, ქვორუმი 76 დეპუტატია.
ანუ ჩვენს გარეშეც (81-3=78) საჭიროზე მეტი რაოდენობა იყვნენ.
გარდა ამისა კენჭისყრაზე არ გამოდიოდა არცერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი კანონი, რომლის გამოც დეპუტატმა შეიძლება ზოგადად პარლამენტის მუშაობის პროცედურულ პარალიზებაზე იფიქრო.

ჰოდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახლა ვფიქრობ, ჩიორა თაქთაქიშვილის დღევანდელ "უმწიკვლო" დემაგოგიას ზ.ა. საკითხზე, რამე შეფასება უნდა გავუკეთო?...

ალბათ არა...
დამშვიდდი ჩიორა.
(შენც დამშვიდდი ილო)"- წერს გოგა ხაჩიძე.


შეგახსენებთ, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ყოფილი თანაგუნდელები უმრავლესობისთვის კვორუმის მოგროვებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გოგა ხაჩიძემ,გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა, არ გაიზიარეს ოპოზიციის აზრი და რეგისტრაცია გაიარეს, რითაც შესაძლებელი გახადეს, რომ კვორუმი შემდგარიყო და კენჭისყრა შესაძლებელი გამხდარიყო. "ახლა აქვს ვინმეს კითხვები ვის სასარგებლოდ გაიქცა ეს 4 დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან?"- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42