,,გამოვიდეთ ბუჩქებიდან და შევძახოთ სამარცხვინო ხელისუფლებას - გადაშენდნენ“ - მალხაზ პატარაია
სოც.მედია - 21:18, 10 Jul, 2015     1645
აზერბაიჯანში გამართულ საფეხბურთო მატჩზე მომხდარ ინციდენს სოციალურ ქსელსი ეხმაურება მოძრაობა ,,დაბრუნები“ ლიდერი მალხაზ პატარაია.

,,გუშინდელი საფეხბურთო ინცინდენტი აზერბაიჯანში ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას, წინდახედულობას და სიფრთხილეს მოითხოვს. ეს რომ გულშემატკივართა სპორტული ჟინიდან და თამაშის სიყვარულით გამოწვეული ზღვარსგადასული ემოციით იყოს ნაბიძგები, საქმე უფრო მარტივად იქნებოდა. ასეთი გულშემატკივრობა ამ გუნდებს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეთ, რადგან თანამედროვე საფეხბურთო სტანდარტებით ,,ჭ“ კლასის ბინადარნი არიან და მაქსიმუმ კიდევ ერთი საფეხურით წაიწიონ ამ ევროპულ გათამაშებაში. ისინი კი არა, ოფიციალურ ტურნირებში ამ ქვეყნების ეროვნული ნაკრებები მონაწილეობენ ოლიმპიზმის პრინციპით - მხოლოდ მონაწილეობისათვის. ამიტომ, ასეთი მდარე ფეხბურთისათვის საქომაგოდ არა მგონია, მათ ფანკლუბობაზე და საერთოდ ფანობაზე ვინმემ სერიოზულად ილაპარაკოს.

დღემდე ვერ ვადგენთ რამდენიმე ხნით ადრე თბილისში მომხდარი ანალოგიური ინცინდეტის ქართველი ავტორებს, ვინ არიან და საიდან მოვიდნენ. თუმცა გულშემატკივართა გაერთიანებები თუ ჯგუფები მაინცადამაინც თავს არ მალავენ. პირიქით, მათი დანიშნულება სწორედ თავის გამოჩენა და საყვარელი გუნდის საქომაგოდ სხვების მოწვევაა. თანაც, ჩვენში გულშემატკივრობის კულტურა უკვე გენეტიკურ კოდშია, რაზე და როგორ რეაგირებს გულშემატკივარი თუ გულშესატკივარი, ყველამ კარგად ვუწყით. სტუმრის მიმართ ასეთ გამოხტომებს ჩვენი მაყურებელი ვერ იტანს. არც აზერბაიჯანელი მაყურებლის გამომწვევ თავხედობაზე მსმენია ადრე რაიმე.

ჩემი აზრით, პრიმიტიულად დადგმულ ორმხრივ პოლიტიკურ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე. ეტყობა პუტინი ძველებურად ყოჩაღად ვერ გრძნობს თავს და ვერც მისი ადგილობრივი დამქაშები. ყველაფერი ძალიად ადვილად იკითხება და თუ იკითხება, ადვილადაც მოსავლელია. ჩვენი მთავრობის იმედი ამაში ნამდვილად არ მაქვს, რადგან ვიცი, რომ ისინი სწორედ ასეთ სიგლახეებზე არიან რუსებისაგან მომართული.

საზოგადოებამ თავად უნდა მოახდინოს კონფლიქტის ლოკალიზაცია. მტრის გასახარად მომხდარი არ გავაზვიადოთ. ეს ერთი. ხოლო მეორე და მთავარი, ბოლოს და ბოლოს, გამოვიდეთ ბუჩქებიდან და შევძახოთ ამ სამარცხვინო და უკუღმართ ხელისუფლებას, რაც შეიძლება მალე გადაშენდეს.

ეჭვიც არ მეპარება, სულ მალე ასე იქნება. მაგრამ ვშიშობ, მანამ შეუქცევადად კიდევ რაიმე მნიშვნელოვანი არ გააფუჭონ, როგორც საყდრისი“ - წერს პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42