"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანური ურთიერთობები. მე და კახას გვაქვს პირველ რიგში გამორჩეული, მეგობრული ურთიერთობა. რამდენიმე განაწყენებული თუ შურიანი ადამიანი ცდილობდა ჩვენს შორის გაუგებრობის შექმნას, მაგრამ მათი ეს მცდელობა დარჩა წარუმატებელი. მე და კახი ვაცნობიერებთ იმ პასუხიმგებლობას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე გვაკისრია. ჩვენს შორის გამორიცხულია რამე დაპირისპირება არსებობდეს, ეს არის აბსურდი. ეს არის მიზანმიმართული მცდელობა იგივე „ნაციონალური მოძრაობისგან“, შესაძლოა ჩვენი გუნდიდანაც იყვნენ ვიღაცეები, რომლებსაც არ სურთ ჯანსაღი ურთიერთობები. ჩვენ შორის ვერავინ ვერ ჩადგება და არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რაც საერთო საქმეს დააზიანებს, მე მინდა ამ საკითხს დღეს წერტილი დავუსვა,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი კახა კალაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ მას ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. კალაძემ ასევ აღნიშნა, რომ მართველი გუნდის რამდენიმე წევრი მისი და ირაკლი ღარიბაშვილის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობდა.
მასალის გამოყენების პირობები






