არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ გაბალა-დინამოს შეხვედრის დროს სტადიონზე მომხდარი პროვოკაცია რუსულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის გელა ვასაძის თქმით ამ ინციდენტის საპირისპიროდ საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ნიშნად, ორგანიზაციის ქართველი და აზერბაიჯანელი წევრები საფეხბურთო მატჩს გამართავენ.
„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ძირითადი დამკვეთი არის, რუსეთის სპეცსამსახურები, რაც შეეხება იმას თუ ვინ ეხმარება, რომ არ ჰყავდეთ ამ ჯგუფებს მფარველები საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც ამას ვერ გაბედავდნენ“- განაცხადა გელა ვასაძემ.
აზერბაიჯანელ სტუდენტთა გაერთიანების თავმჯდომარის სამილა ისმაილოვას თქმით, ამ პროცესებში ჩართულია მესამე დაინტერესებული მხარე, რომელიც კონფლიქტს ხელოვნურად აღვივებს:
„ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა და გაარკვია, რომ ეს ჯგუფი არ არის ფანკლუბი , არამედ არიან დაქირავებული პირები“- განაცხადა ისმაილოვამ
მასალის გამოყენების პირობები






