,,სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ საქართველოში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს პრორუსული ძალები. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს განვითარებული სახელმწიფო იდეოლოგია. თუ ეს სიტუაცია არ შეიცვალა, ბუნებრივია, მათი აქტიურობა კიდევ გაიზრდება. კარგი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 75% მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს და ევროკავშირს და თავის თავს ხედავს მყარად დემოკრატიულ სამყაროში და არა მონად რუსეთის ბოროტების იმპერიაში.
რაც შეეხება ბურჯანაძის განცხადებებს, ცოტა მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება, იმიტომ, რომ ადამიანი ამბობს შავზე თეთრს. როდესაც ის საუბრობს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს დიალოგი რუსეთთან, მემგონი რომ ყველა ადამიანს ურჩევნია პრობლემის მოლაპარაკებით მოგვარება, ვიდრე კონფრონტაცია, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამავდროულად, რუსეთის ყველა დონეზე - დაწყებული პუტინ-მედვედევით, ლავროვით და დამთავრებული საგარეო სამინისტროს ქვედა დონეზე, ყველა ღიად ამბობს და არ მალავანე ამას, რომ ჩვენ საქართველოს ველაპარაკებით მწვანილზე, ტაშ-ფანდურზე, ღვინოზე, მაგრამ არ ვიპალარაკებთ აფხაზეთსა და ცხინვალზე. ისინი ამას არ მალავენ და არც ცდილობენ, რომ დიპლომატიურად მაინც შენიღბონ. სამწუხაროა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ჩვენ შეგვიძლია რუსეთს მოველაპარაკოთ. რუსეთის მაღალი რანგის მოხელეები გამოდიან და ამბობენ, რომ სოხუმი და ცხინვალი არის ჩვენთვის წითელი ხაზები და ამაზე ჩვენ არ დაგელაპარაკებით. უკვე გააფორმეს ამ ორ რეგიონთან შეთანხმება და თუ ადრე იყო დეფაქტო ანექსირებული, ეხლა უკვე არის დეიურე ანექსირებული ეს ტერიტორიები.
ან ნინო ბურჯანაძე ატყუებს საქართველოს მოსახელობას და შეცდომაში შეჰყავს, ცრუ განცდებს უქმნის ან ნინო ბურჯანაძე მზად არის, რომ მწვანილის და ღვინის სანაცვლოდ რუსეთთან ილაპარაკოს მათთვის აფხაზეთის და ცხინვალის გადაცემაზე“ - აცხადებს შაშკინი.
რაც შეეხება ბურჯანაძის განცხადებას, რომ 2008 წელს შეცდომა იყო საქართველოში ნატოს ბაზების განთავსებაზე საუბარი, შაშკინი ამბობს, რომ თვით რუსეთთან ყველაზე მეტად დაახლოებული ქვეყნებიც კი ცდილობენ სხვა მიმართულების პოლიტიკის წარმოებას და ურთიერთობების განმტკიცებას აშშ-სთან.
,,ვინმემ დამისახელოს რუსეთის ერთი მეზობელი ქვეყანა, რომელიც ბედნიერია ბოროტების იმპერიასთან ყოფნით. ლუკაშენოკო რომელიც მოიაზრებოდა, როგორც ყველაზე მეტი მოკავშირე რუსეთის, ისიც კი სხვა მიმართულებით აკეთებს უკვე განცხადებებს, იგივე ნაზარბაევი, რომელიც აზიაში მოხსენიებული იყო როგორც ასევე ყველაზე ახლო მოკავშირე, საუბრობს ინგლისური ენის გაძლიერებაზე და თითქმის მეორე სახელმწიფო ენად ჩამოყალიბებაზე. ყველა მეზობელი, რომელიც რუსეთის გარშემოა, არის შეწუხებული ბოროტების იმპერიით - დაწყებული ბალტიის ქვეყნებით და დამთავრებული აზიით. ჩვენში ჩნდებიან პოლიტიკოსები რომ გინდა თუ არა უნდა მოვილაპარაკოთ, მესმის რომ ვიღასაც აქვს ფინანსური, ვიღაცას ფსიქოლოგიური ინტერესები და უნდა რომ იყოს მონა და მონურად იცხოვროს და ძალიან კარგი, რომ საქართველოს მოსახლეობის 75% ასე არ ფიქრობს. იანუკოვიჩი სწორედ ასეთ თამაშს თამაშობდა და ვნახეთ რითი დამთავრდა - წართმეული ყირიმით, ომით და ათასობით დახოცილი უკრაინელით. ასეთივე თამაშს თამაშობდა მოლდოვა, რომ არა ნატოს და რა მიიღო? არაფერი არ დაუბრუნეს. ასეთ თამაშს თამშობდა სომხეთი და რუსეთისგან ,,საჩუქარი“ მიიღო დენის ტარიფის მატების და ქვეყნის ეკონომიკის კატასტროფულ მდგომარეობაში ჩაგდების სახით. კუბაც კი ალაგებს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ირანიც კი არის უკვე ძალიან ახლოს იმისათვის, რომ მოეხსნას სანქციები და დასავლეთთან მოაგვაროს ურთეირთობები. ეს ქვეყნები მიხვდნენ და ჩვენთან ჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც დღესაც ცდილობენ, რომ ბოროტების იმპერიაში შეგვათრიონ“ - აცხადებს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






