გორში ენმ-ს ანტიკორუფციული საბჭო ჩავა- ბარნოვი გორში ახალგაზრდების გამოსვლას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 17:09, 10 Jul, 2015     1593
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი, შეჩერებული პროექტების მშენებლობების გაგრძელების მოთხოვნით გორში ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა. როგორც ბარნოვმა აღნიშნა, ამ ყველაფრის მიზეზი მთავრობის უუნარობაა.
ანდრო ბარნოვის თქმით, ენმ-ს "ანტიკორუფციული საბჭო" მუშაობას მუშაობას გორშიც შეუდგება.

„ნაციონალური მოძრაობა წლებია უკვე ლაპარაკობს რეალობაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი დაპაუზებული და გაჩერებებულია. მიზეზი კი არის ის ნეპოტიზმი და კორუფცია, რომელმაც ძალიან გაიდგა ფეხი ამ უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში. ჩვენ ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. სასიხარულოა, რომ ახლა უკვე ამას სხვებიც ამჩნევენ და სამოქალქო ჯგუფები აქტიურდებიან. ამის მაგალითი დღეს ვნახეთ გორში, სადაც ახალგაზრდები გამოვიდნენ და იმ პროექტების გაგრძელება, დაწყება მოითხოვეს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია. ითხოვენ ამ უნიათო ხელისუფლების მმართველობა დამთავრდეს. ვფიქრობ, რომ არამარტო ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის ნაციონალური მოძრაობის, არამედ მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა, რომ მხარში დავუდგეთ ახალგაზრდებს, რადგან ის რაც ქვეყანაში ხდება, მათ წინააღმდეგაა მიმართული. თქვენ იცით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გვაქვს ასეთი ფორმატი ანტიკორუფციული კომისიები, რომლითაც რეგიონებში ჩავდივართ და ადგილზე ვამხელთ ჩინოვნიკებს იმ არაკანონიერ ქმედებებში, რომლებსაც ისინი სჩადიან. ასე მოვიქცევით ცხადია ახლაც, მითუმეტეს რომ ამის მოთხოვნა უკვე ადგილზე ჩნდება. ორშაბათს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ჩავალთ გორში. მოვისმენთ იმ პრეტენზიებს რომელიც ადგილზე აქვთ ახალგაზრდებს და სხვა ჯგუფებს. ასევე, რეგიონის მოსახლეობას გავაცნობთ იმ დამატებით ფაქტებს რომელიც ჩვენ გავქვს დამოუკიდებლად მიღებული ნეპოტიზმის, კორუფციისა და იმ უკანონობის წინააღმდეგ, რასაც სჩადიან ადგილობრივი ხელისუფალნი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად მივახწევთ გამარჯვებას და ეს გამარჯვება იქნება არა ვინმეს წინააღმდეგ არამედ იქნება ჩვენი მომავალის სასარგებლოდ“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42