,,ნინო ბურჯანაძე იმ მცირე პროცენტის მოპოვებას ცდილობს, ვისთვისაც ღირებულებები არ არსებობს“ - ქარდავა
პოლიტიკა - 17:09, 10 Jul, 2015     2603
იმ განცხადებებში, რომელსაც ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ქალნატონი ნინო ბურჯანაძე აკეთებს ჩემთვის არაფერი სიახლე არ არის, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში აცხადებს. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია და სიმპატიები რუსეთისა და მისი ლიდერის პუტინის პოლიტიკის მიმართ.

,,მაშინ, როცა ადამიანი საჯაროდ არ მალავას ამ სიმპატიებს, ბუნებრივია უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ის შინაგანად მომხრეა იმ პოლიტიკისა, რომელსაც პუტინი აწარმოებს. პუტინის პოლიტიკა კი საყოველთაოდ ცნობილია, ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენა, ხოლო საბჭოთა კავშირი იმ სახით, როგორიც ის სხვათა შორის ეროვნულმა მოძრაობებმა დაანგრია, ვერ აღდგება. მაგრამ პუტინის მხრიდან მისი აღდგენის მცდელობა სხვა სახელებით, მაგალითად ე.წ. ევრაზიული კავშირით, ბუნებრივია, დღის წესრიგში დგას, უბრალოდ დასავლეთის ძილსხმევის შედმდეგ, ვგულისხმობს ეკონომიკურ ზეწოლას და განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების შემდეგ, მას ამ ამბიციაზე ცოტა ხნით უარის თქმა მოუწია, თუმცა არ მგონია ეს იყოს საბოლოო უარი, უბრალოდ რუსეთს დღეს ფართო რესურსი არ გააჩნია, რომ ამ მიმართულბით მუშაობა გააგრძელოს. მხოლოდ ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ პრორუსული ძალები აქტიური ვერ არიან, რადგან ფინანსებს ისე თამამად და ღიად ვერ უგზავნის კრემლი, როგორც ეს ბოლო წლებში ხდებოდა“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.

რაც შეეხება ანტირუსულ განწყობებს საქართველოში, ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ მთლიანად საზოგადოებაში განწყობა ანტირუსულია. მისი განმარტებით, ეს განწყობა არა ბოლო წლების პოლიტიკის შედეგია, როგორც ეს ბურჯანაძემ აღნიშნა, არამედ ედპ-ს ლიდერი აცხადებს, რომ ანტირუსულ განწყობაზე გავლენა იქონია რუსეთის აგრესიამ და ქართველი ხალხის ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის.

,,ეს არ არის კონკრეტული ერის წინააღმდეგ განწყობა, ქართველი ხალხი ამით არ გამოირჩევა, არამედ ქართველი ერის ინტერესებს ყოველთვის წარმოადგენდა მისი დამოუკიდებლობა და დაბრუნება თავის კულტურულ საწყისებთან როგორიც არის დასავლური ცივილიზაცია, ქრისტიანული სამყარო და ა.შ. ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ანტირუსული განწყობა ბევრად უფრო ძლიერი იყო მაშინ, როცა ერი იყო ერთიანი და ბევრად უფრო აქტიური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის თვალსაზრისით. დღესდღეობით აქტივობის თვალსაზრისით მაღალი არ არის, მაგრამ განწყობა რუსეთის მიმართ არის ნეგატიური, რადგან 2008-ში და არა მხოლოდ, ყველა წლებში განხორციელებული აგრესია შედიოდა რუსეთის ინტერესებში და წარმოადგენდა ქართული სახელმწიფოებრიობის ფეხქვეშ გათელვას“ - ამბობს ქარდავა.

რაც შეეხება ქართული საზოგადოებისადმი ბურჯანაძის შეთავაზებას, რომ ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან, ქარდავას თქმით, რუსეთი მოლაპარაკებაზე მხოლოდ იმ პირობით მოდის, თუ საქართველო დათმობს თავის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

,,მე ვერ ვიტყვი რომ დღევანდელი ხელისუფლება არის მკაფიოდ პროდასავლური და რაღაც დოზით მაინც სიმპათიები რუსეთის მიმართ არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების საქმიანობის დასაწყის ეტაპზე ეს უფრო აქტიური იყო ვიდრე დღეს, ამაში ვეთანხმები, მაგრამ ალბათ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე კარგად დაინახა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე მიდის იმ შემთხვევაში თუ ქართველი ხალხი შეეგუება მისი ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, ეს ერთი და მეორე, უფრო შორსაც მიდის რუსული ინტერესები - თუ ქართველი ხალხი შეეგუება საკუთარი საგარეო პოლიტიკის არქონას. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი საუბარი რუსეთთან როგორც ,,უფროს ძმასთან“. ამის სურვილი აქვს მომრავლებულ პრორუსულ ძალებს, რომლებიც დღეს განიცდიან ძალის დეფიციტს, რუსეთს დღეს მათთვის არ სცალია და დასაყრდენიც ქართულ საზოაგდოებაში არ აქვს“ - აცხადებს ქარდავა.

ედპ-ს ლიდერის თქმით, ნინო ბურჯანაძეს მოსკოვში ვიზიტით და ამ განცხადებებით ცდილობს საარჩევნოდ გარკვეული ხმების მოპოვებას.

,,შესაძლოა, ბევრი მიზანი ამოძრავებდეს დღეს ქალბატონ ბურჯანაძეს, ერთი ის, რომ რუსეთს დაანახოს, რომ არის შანსები საქართველოში, თუმცა ის ალბათ ვერ მოატყუებს, რადგან რუსეთს გარდა პოლიტიკოსებისა, სხვა სამსახურებიც ბევრი აქვს, რომლებიც საწინააღმდეგოს უდებენ პუტინს მაგიდაზე - ის, რომ საქართველოში არ არის რუსეთისთვის სასიკეთო განწყობა და მეორე, ის ცდილობს არჩევნებისთვის მინიმალური 5-7 % მაინც მოიპოვოს. ასე, რომ მცირე პროცენტები ყოველთვის არის ყველა ერში, რომელთათვისაც არ არსებობს ღირებულებები და ეროვნული ინტერესები, სწორედ ამ ხმების მოპოვების სურვილი აქვს, სავარაუდოდ, ქალბატონ ბურჯანაძეს, მაგრამ რამდენად მოახერხებენ ამას პრორუსული ძალები საქართველოში, ამას დრო დაგვანახებს. ყოველ შემთხვევაში, ჩემდა სასიხარულოდ, ამის მოხერხება ძალიან რთული იქნება“- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42