პრემიერმა ოთარ დანელიასთან ერთად ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორია გახსნა
პოლიტიკა - 17:03, 10 Jul, 2015     1019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორია გახსნა, სადაც მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა მოხდება.

ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლალი მაძღარაშვილმა პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი, რომლის შედეგადაც საქართველოს საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვილი ლაბორატორია აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სურსათის უვნებლობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობის მეთაურმა პროექტის ხუთ თვეში განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს და აღნიშნა, რომ მუშაობის მსგავსი ტემპები მისასალმებელია.

„სურსათის უვნებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში არანაირი საქმიანობა არ ხორციელდებოდა. დღეს ჩვენ გავხსენით ახალი ლაბორატორია. ორი წლის განმავლობაში მილიარდ ლარამდე არის ინვესტირებული სოფლის მეურნეობის დარგში. ეს არის დანაპირები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას არჩევნებამდე მისცა და ეს არის საქმე, რომელიც რეალურად ჩანს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სურსათის უვნებლობას, ეს არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს, მოსახლეობას, ასევე ვიზრუნოთ მომხმარებელზე, რომ მათ ჯანსაღი პროდუქცია მიიღონ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფიტოსანიტარული ლაბორატორია სახელმწიფოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით აშენდა და აღიჭურვა. პროექტის საერთო ღირებულებამ 2 400 000 ლარი შეადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42